კალათბურთელებმა სეზონის MVP-დ ჰარდენი აირჩიეს

მოთამაშეთა ვერსიით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს ჰარდენი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეთა ვერსიით, სეზონის საუკეთესო კალათბურთელს წელს პირველად, მოთამაშეების პროფკავშირის ინიციატივით ირჩევენ.

ჰარდენის კონკურენტი „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ გამთამაშებელი სტეფ კარი იყო, რომელმაც MVP-ს სეზონის კლასიკური პრიზი მოიგო.

მესამე ადგილი გამოკითხვაში „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა.

ლებრონ ჯეიმსი: „MVP-ს ტიტული ჩემთვის მთავარი არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის სეზონის MVP-ს ტიტულის მოგება მისი მთავარი მიზანი არ არის.

„ამ ტიტულზე ნაკლებად ვფიქრობ. რა თქმა უნდა, MVP-ს ტიტული კარგია. როდესაც მას ვიგებ, პირველ რიგში, მადლობას თანაგუნდელებს ვუხდი. ჩემთვის გუნდის MVP-დ ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, აღნიშნული პრიზის კიდევ ერთხელ მოგებით ბედნიერი ვიქნები“, – განუცხადა ჯეიმსმა The Bleacher Report-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი