ირაკლი ხვედელიანი: კაიანის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს ხაბაძის შენარჩუნებას

ფინური “კაიანის” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელ სანდრო ხაბაძეს ახალ კლუბში პრობლემები შეექმნა.

არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ ფეხბურთელს ფინეთში დავუკავშირდით, თუმცა ხაბაძემ ვითარებაში გასარკვევად მენეჯერთან, ირაკლი ხვედელიანთან გადაგვამისამართა.

 

 

ირაკლი ხვედელიანი: როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ხაბაძემ ფინურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 7 მარტს გააფორმა. თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იუკო ნურკალამ კონტრაქტის გაფორმებიდან სამი კვირის თავზე ფეხბურთელს გაუნცხადა, რომ მას გუნდთან დამშვიდობება მოუწევდა, შესაბამისად აღარც ვარჯიშებზე ელოდა. არსებული ვითარება არა მხოლოდ ჩვენს გაკვირკვებას, არამედ კლუბის სპორტული დირექტორისა და ხელმძღვანელობის გაოცებას იწვევს. სანდრომ ახალ გუნდში 3 ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა ერთი მატჩი კი ფინეთის თასის გათამაშებაზე ჩაატარა, მას მწვრთბელი ძირითადად შეცვლებიდან ათამაშებდა და ჯამში ნათამაშებ 140 წუთში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, აქედან ერთ მატჩში მისმა გუნდმა 1:0 მოიგო. დაინტერესებულ მკითხველს გვსურს შევახსენოთ, რომ იუკო ნურკალა ის მწვრთნელია, რომელმაც წლების წინ ირაკლი სირბილაძეს ფეხბურთზე თავის დანებება ურჩია, თუმცა ყველას კარგად მოგვეხენება მისი საფეხბურთო კარიერის შესახებ – დღეს იგი ფინეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ტურკუს ინტერში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემაგენლობაშიც უწევს თამაში. ერთი წლის წინ კი ირაკლი სირბილაძემ ვაიკაუსლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტულსაც გამოჰკრა ხელი. რამდენად კომპეტენტურია მისი შეხედულებები სანდრო ხაბაძისადმი თავად განსაჯეთ, თუმცა ამ ფაქტს დღემდე არ ივიწყებენ კაიანში და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს სანდროს შენარჩუნებას, მით უფრო, რომ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს. ერთი გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ხაბაძე ფინეთში რჩება, ხოლო თუ სად დაიწყებს ახალ სეზონს – ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

 

სანდრო ხაბაძე: “ფინეთში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ”

სანდრო ხაბაძეს “კაიანში” დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. 20 წლის ფორვარდს ფინეთში დავუკავშირდით და ახალ გუნდზე და მის შთაბეჭდილებებზე გავესაუბრეთ. 

 

საინტერესოა, როგორ მოხვდი ფინეთში?

მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდი ლიტვაში ვთამაშობდი. გრანიტას კლაიპედაში ყოფნისას 9 მატჩი ჩავატარე და 2 გოლი გავიტანე. სამწუხაროდ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობამ ლეგიონერებთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო და ისევე, როგორც სხვა უცხოელმა მოთამაშეებმა ლიტვური კლუბი მეც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვე. საქართველოში დაბრუნებულმა ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში დინამო თბილისის სარეზერვო გუნდთან ერთად გავაგრძელე. ყოველდღე ვშრომობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი. ერთ დღესაც  ჩემმა მეგობარმა, ირაკლი ხვედელიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თავი ფინურ კლუბს წარუდგინა, ხელმძღვანელობა დაინტერესებულია და გელოდებიანო. ფაქტობტივად ფინურმა კლუბმა ყველა დეტალი ირაკლისთან შეათანხმა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ ცუდ ვარიანტს არ მირჩევდა. ასე მოვხვდი კაიანში, სადაც კიდევ ერთი ქართველი, კახა სამსონია დამხვდა.

 

როგორი სიტუაციაა გუნდში?

გუნდში ჩამოსულს ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა. ფინეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ახალ გუნდთან ერთად ჯერ-ჯერობით ორი მატჩი ჩავატარე. ვიმედოვნებ ძალიან მოკლე დროში შევძლეებ, რომ ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინო. ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, თითოეულ ვარჯიშზე და თამაშზე შესაძლებლობათა მაქსიმუმის დადებას ვცდილობ.

 

ფინეთში ჩასულს როგორი პირობები დაგხვდა?

გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობებია იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო. ყველამ თბილად მიმიღო, ხელმძღვანელობისგან და თანაგუნდელებისგან მხოლოდ თანადგომას ვგრძნობ და ეს კიდევ უფრო მმატებს ძალებს. ამ მოკლე პერიოდში ქალაქის რაღაც ნაწილი დავათვალიერე. პატარა და ლამაზი ქალაქია, წესრიგისა და სისუფთავის მოყვარული ხალხი ცხოვრობს.

 

რას იტყოდი შენი გუნდის შესახებ?

როგორც ვიცი კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას ახალი და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება დაევალა. კოლექტივში რამდენიმე ახალი მოთამაშე არის, მათ შორის მეც, თუმცა არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც კაიანის მაისურით წლების მანძილზე გამოდიან. ფეხბურთელები ვცდილობთ, რომ შევთამაშდეთ. ჩემი აზრით ცოტა დრო გვჭირდება და უფრო კარგ თამაშებს ჩავატარებთ. მალე ჩემპიონატი იწყება და წარმატებული სტარტისთვის ვემზადებით.

 

როგორი გამოდგა სანდრო ხაბაძისთვის ამხანაგური და ოფიციალური მატჩი ფინეთში?

პირველი ამხანაგური იყო, სადაც 1:0 მოვიგეთ და საგოლე გადაცემა მივითვალე. მეორე კი ორიოდ დღის წინ ფინეთის თასის მეოთხე ეტაპზე კემის წინააღმდეგ. რაც შეეხება სათასო მატჩს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კემი არ იყო ის გუნდი, რომელთანაც ჩვენ 1:3 უნდა წაგვეგო. ჩემმა თანაგუნდელებმა თამაში კარგად დაიწყეს, საწყისს 25 წუთში ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და ხშირად მწვავედაც უტევდნენ მეტოქე გუნდის კარსაც. თუმცა პირველმა გაშვებულმა ბურთის შემდეგ გუნდი გატყდა და თამაში სხვა სცენარით წარიმართა. რაც შეეხება ჩემ პირვე ოფიციალურ მატჩში, თამაშში 58-ე წუთიდან ჩავერთე, ამ დროისთვის ჩემი გუნდი 0:1 აგებდა. მალევე მეორე გოლი მივიღეთ, ცენტრში არაზუსტი პასი გამომივიდა და მეტოქემ კონტრშეტევაზე გაგვიტანა. ცოტა ხანში მეც მომეცა შეცდომის გამოსწორების საშუალება, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძლიერად დავარტყი კარისკენ, თუმცა მეკარემ მაჯობა. მატჩის მიწურულს კი საგოლე გადაცემა მივითვალე, სამწუხაროდ 1:3 დავმარცხდით და თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო გუნდისთვის. ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის, პირველ ოფიციალურ მატჩს თავისებურად ვნერვიულობდი, შინაგანი წნეხს ვგრძნობდი. იმედია მომდევნო შეხვედრებში მეტი სათამაშო დრო მომეცემა და უფრო მეტად დავეხმარები ჩემს გუნდს.

 

დასასრულს თანაგუნდელსა და თანამემამულეზე კახა სამსონიაზეც გკითხავთ, მოასწარით უკვე დამეგობრება?

კახა ძალიან კეთილი პიროვნება არის. ჩამოსვლის პირველივე დღიდან იგი ყველაფერში მეხმარება. ბევრი ნიუანსი და დეტალი ამიხსნა. ცხოვრებაში ძალიან კარგი მეგობარია და იმედი მაქვს ერთმანეთისთვის მოედანზეც კარგი პარტნიორები ვიქნებით. როგორც მოთამაშე, ძალიან კარგი ფეხბურთელია, სისწრაფესთან ერთად თავისი დახვეწილი ტექნიკითაც გამოირჩევა და შემთხვევითი არ არის, რომ იგი ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი და გუნდის ლიდერია. წარმატება მინდა ვუსურვო კახას და გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, კარი-პეკა მოილანენსა და იანი კოუვუნენს, მათგან დიდ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობ და მინდა, რომ მათი ნდობა და იმედები ჩემი კარგი თამაშით გავამართლო.

სანდრო ხაბაძემ სადებიუტო შეხვედრაში საგოლე მიითვალა

ფინეთის თასის გათამაშებაში “კაიანის” რიგებში ქართველი ფორვარდის, სანდრო ხაბაძის დებიუტი შედგა. ქართველმა გოლიათმა “კემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოედანზე უკანასკნელი 35 წუთი გაატარა და აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ხაბაძემ 89-ე წუთზე ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი მოატყუა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც მისი თანაგუნდელი გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩი “კემის” სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

1900086_413322405468866_505436439_n

 

ხაბაძე ფინური “კაიანის” ღირსებას დაიცავს

დღეს, ქართველმა თავდამსხმელმა, სანდრო ხაბაძემ, ფინეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე “კაიანისთან” შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

20 წლის ცენტრალური ფორვარდი, რომელმაც პროფესიული საფეხბურთო კარიერა სამშობლოში, თბილისი “დინამოს” სარეზერვო გუნდში დაიწყო და ლიტვურ გრანიტას კლაიპედაში განაგრძო, ფინურ კლუბში მიმდინარე ევროპული საკლუბი სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

სანდრო ხაბაძის დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში სავარაუდოდ 15 მარტს შედგება. ფინეთის თასის მეოთხე ეტაპის მატჩს კაიანი სტუმრად გამართავს და მეტოქე მათი Ps Kemi იქნება.

1961408_4017651816627_66221234_n

სანდრო ხაბაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა

დღეს, 20 წლის ქართველმა ცენტრალურმა ფორვარდმა, სანდრო ხაბაძემ ფინური კაიანის რიგებში პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც გუნდს გუშინ შეუერთდა, სპარინგში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. სანდრო ხაბაძემ, რომელიც ატლეტური აღნაგობით გამოირჩევა, საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი თავით თანაგუნდელს გადააწოდა, რომელმაც პასი ჩინებულად გამოიყენა და შეხვედრაში ერთადერთი გოლიც გავიდა.

კაიანიმ, რომლის შემადგენლობაშიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, კახა სამსონია თამაშობს Pk-37 მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.

ხაბაძე ფინეთში მიემგზავრება

პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა თავდამსხმელი სანდრო ხაბაძე, რომელიც სტალ მიელეცთან ერთად ვარჯიშობდა, ფინურმა საფეხბურთო კლუბმა – კაიანმა (AC Kajaani) მიიწვია. პოლონეთში ყოფნისას სანდრომ სტალთან ერთად ერთი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო, თავად ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა აქტივში.

ფინური კლუბი ახალი სეზონისთვის ემზადება, გუნდი შეკრებაზე ყოფნისას 22–23 თებერვალს ოთხგუნდიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, შეჯიბრება ქალაქ კემიში გაიმართება და სანდრო ხაბაძის დებიუტსაც სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ამპლუით ნახევარმცველი – კახაბერ სამსონია თამაშობს, რომელიც კლუბის წამყვნი მოთამაშეა. ბოლო ორ სეზონში მან კაიანის მაისური 54 ოფიციალურ მატჩში მოირგო და 10 გოლი გაიტანა.

ხაბაძე პოლონური პრესის ყურადღების ცენტრშია

ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი, რომელიც პოლონურ “სტალში” ისინჯება, ადგილობრივი პრესის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ქართველ ფეხბურთელზე პოლონური “90 წუთი”, “არტიკლი” და “სპორტ.პლ”  წერენ:

20 წლის ქართველი ფორვარდი სანდრო ხაბაძე “სტალ მიელეცში” სინჯებზე გამოჩნდა. ხაბაძე სიმაღლეში 2 მეტრს აღწევს და 94 კილოგრამს იწონის. გასულ წელს ლიტვურ კლაიპედაში თამაშობდა, ხოლო სამშობლოში “დინამო თბილისის” ასაკობრივი გუნდების ღირსებას იცავდა. 

შეგახსენებთ, რომ ხაბაძემ ახალი კლუბის რიგებში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა – დაწვრილებით.

სანდრო ხაბაძის პირველი მატჩი, პირველი საგოლე და პირველი გოლი პოლონეთში

დღეს, პოლონეთის მეორე ლიგის მეორე ადგილზე მყოფ სტალ მიელეცს მორიგი საკონტროლო შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა დაპირისპირება არ შედგა და სტალ მიელეცის ძირითად გუნდს, სადაც სინჯრბზე ქართველი ახალგაზრდა ფორვარდი, სანდრო ხაბაძე ისინჯება, სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა. კლუბის ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის ერთობლივი გადაწყვეტილებით სანდრო ხაბაძემ დუბლშემადგენლობაში ითამაშა. ორი ორმოცდახუთ წუთიანი ტაიმი საიბნტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. სტალის ძირითადი გუნდი ორბურთიანი სხვაობით – 2:4 დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში სანდრო ხაბაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ქართველმა თავდამსხმელმა, როდესაც მისი გუნდი ანგარიშით 1:2 მარცხდებოდა, მეურვე ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და თანაგუნდელს გადააწოდა, რომელმაც არ დაახანა და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა. დაპირისპორების საფინალო ანგარიში კი თერთმეტმეტრიანიდან გასული გოლით დაფიქსირდა, რომელიც სანდრო ხაბაძემ უზადოდ შეასრულა.

1794778_3903004950527_113228874_n

ქართველი ფორვარდი პოლონეთში

ქართველი ახალგაზრდა ცენტრალური ფორვარდი სანდრო ხაბაძე პოლონეთის მეორე ლიგის გუნდში – სტალ მიელეცში ისინჯება.

დღეს, 20 წლის ტანმაღლმა თავდამსხმელმა სტალ მიელეცის საწვრთნელი ბაზა და სტადიონი მოინახულა, ხვალიდან კი სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგება.
პოლონური გუნდის დირექტორის, ბართლომეი იაკოსტის თქმით, ქართველი თავდამსხმელის ბედი – დარჩება თუ არა იგი გუნდში 9 თებერვალს გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ორგზის ჩემპიონი სტალი (1973 და 1976 წლების სეზონის ტრიუმფატორი) მეორე ლიგაში ამჟამად მეორე საფეხურზე იმყოფება. პირველი წრის დასრულების შემდეგ, გუნდმა 18 ჩატარებულ შეხედრაში 31 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩება.

სანდრო ხაბაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი