კოლხეთმა გიოზტეპე დაამარცხა

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის “კოლხეთი” ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.

გუშინ, ზაზა ინალიშვილის გუნდმა იზმირის “გიოზტეპესთან” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვების გოლი ფოთელთა განელმა ახალწვეულმა, იბრაჰიმმა გაიტანა.

მომდევნო მატჩს “კოლხეთი” დღეს, აზერბაიჯანულ “აზალთან” ჩაატარებს.

კიდევ ერთი ქართულ-თურქული დაპირისპირება

თურქულ შეკრებაზე მყოფი ფოთის “კოლხეთ” მორიგი საკონტროლო მატჩის დროს უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა.

უმაღლესში დაბრუნებული ფოთელები სპარინგს თურქულ “გენჩლერბირლიგისთან” მართავდნენ. მატჩის დროს მოედანზე ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი ატყდა. მოთამაშეების გაშველება მწვრთნელებმა მოახერხეს.

საინტერესოა, რომ თურქულმა მედიამ აღნიშნულ ინციდენტის გაშუქებისას  “კოლხეთი” აზერბაიჯანულ გუნდად მოიხსენია.

შეხვედრა “გენჩლერბირლიგის” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

10568944_730909206956056_5063161157829838514_n

ჩარლზ ნევუჩემ კოლხეთთან კონტრაქტი გააფორმა

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის “კოლხეთი” გაძლიერებას აგრძელებს. კოლხებმა სინჯებზე მყოფ ნიგერიელ ჩარლზ ნევუჩეს კონტრაქტი გაუფორმეს.

შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანია შემდგომი 6 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ნევუჩე 29 წლის არის და “ტირასპოლამდე” რომლის ღირსებას ბოლოს იცავდა, სამი სეზონის განმავლობაში უკრაინული “ჰოვერლაში” თამაშობდა.

ფედერაციამ პირველი ლიგის გუნდები დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეეტმა ეროვნულ ჩემპიონატის პირველ ლიგაში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით იმსჯელა და რამდენიმე გუნდი დასაჯა.

პირველი ლიგის A ზონის მატჩის დროს ქობულეთის “შუქურასა” და ფოთის “კოლხეთს” შორის მომხდარი გულშემატკივართა ჩხუბის გამო ორივე გუნდი 1400-1400 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა “შუქურა” მომდევნო სამ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. სასჯელი ხვალინდელ თასის ნახევარფინალზეც გავრცელდება. “შუქურას” ასევე სტუმართა დამტვრეული ავტობუსის შეკეთებაც დაეკისრა.

ამით პირველ ლიგაში მომხდარი სამარცხვინო ფაქტები არ ამოწურულა. 28 მარტს, ქედაში, ადგილობრივ “ბეთლემსა” და ვანის “სულორის” მატჩის მსველლობისას მასპინძელთა გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ, რაც უკვე ტრადიციად იქცა, და შეხვედრის მთავარ მსაჯს სასტიკად გაუსწორდნენ. ქედის “ბეთლემი” 10 000 ლარით დაჯარიმდა და 0:3 ჩაეთვალა. ქედელები ჩემპიონატის 5 თამაშს საკუთარ მოედანზე ვერ ჩაატარებენ.

პირველი ლიგის მატჩი გულშემატკივართა ჩხუბის გამო შეწყდა

ქობულეთის “ჩელე არენაზე” დღეს პირველი ლიგის “ა” ზონის ცენტრალური დაპირსიპირება შედგა. ადგილობრივ “შუქურას” ფოთის “კოლხეთი” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი კუტალიამ გაიტანა, ხოლო “კოლხეთის” მხრიდან გოლის ავტორი შარაშენიძეა.

პრინციპულ დაპირისპირებას მორიგი არეულობის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის მიმდინარეობის დროს გულშემატკივართა შორის ხელჩართული ჩხუბი ატყდა, რომლის გამოც შეხვედრა 6 წუთით შეწყდა. დაზიანებულია სტადიონის ინფრასტრუქტურა.

გაგაცნობთ პირველი ლიგის დანარჩენ შედეგებს:

“ა” ჯგუფი

გაგრა 3-1 საპოვნელა
ჩხერიმეალ 2-2 ალგეთი
შუქურა 1-1 კოლხეთი
დინამო II 6-1 მეშახტე
ადელი 2-1 მერცხალი
იმერეთი 1-0 სქური

“ბ” ჯგუფი

ლოკომოტივი 6-2 სამგურალი
დილა II 2-2 ჭიათურა

03/04/14

სტუ – დინამო ბათუმი
საბურთალო – ბეთლემი
კოლხეთი – ბახმარო
სამტრედია – სასკო

03/03/14

სულორი – მაჭახელა

“გაგრამ” ფოთის “კოლხეთს” მოუგო

„შატილის“ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. ფოთელები დუშეთში გადიან შეკრებას და საკმაოდ მოტივირებულები თამაშობდნენ. „გაგრასგან“ განსხვავებით, ფოთელებმა პირველი ტაიმი ე.წ. „პირველი გუნდით“ იასპარეზეს, ხოლო მეორე ნახევარში სხვა შემადგენლობით ითამაშეს.

„გაგრამ“ მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მალე ფოთელთა კარში პენალტი დაინიშნა. რამიშვილმა კარგად ითამაშა, შევიდა მეტოქის საჯარიმოში, წააქციეს და პენალტი რატი ცაცკრიალაშვილმა გოლად აქცია. გარდა ამისა, „გაგრას“ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მეკაე ილია მაღრაძის კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს. ფოთელები შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შექმნეს მეტ-ნაკლები ხიფათი.

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება ფოთელებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც „გაგრას“ მცველებმა შეცდომა დაუშვეს და ახლო მანძილიდან დალაშქრეს კარი.

თუმცა “გაგრას” ფეხბურთელებმა მალევე შეძლეს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა – დასარტყმელ პოზიციაზე ღირდალაძე გავიდა, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად ქუსლით უკან ჩინებული პასი გაუკეთა ნიჟარაძეს, რომელმაც მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.

„გაგრამ“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

რეჭია, ხარაბაძე, გადრანი, ზაურ ქარდავა, ჭაბუკიანი (კაპიტანი), ნოზაძე, ცაცკრიალაშვილი, მოსიაშვილი, ნიჟარაძე, რამიშვილი, ღირდალაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, გაბესკირია, მუსელიანი, მჭედლიშვილი.

“ტორპედო” – “კოლხეთი” 0:1

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა, ამჯერად მეტოქე პირველი ლიგის A ზონის ლიდერი ფოთის „კოლხეთი“(მწვრთნელი – ზაზა ინიაშვილი) გახლდათ.

შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1:0 სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი თამაშის 22-ე წუთზე ლაშა კუკავამ გაიტანა, რომელმაც „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა. დღევანდელ სპარინგ-მატჩში რევაზ ძოძუაშვილმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოცადა, მათ შორის იყო ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ზაალ ელიავაც.

fctorpedo.ge