სასამართლომ ნეიმარის ტრანსფერის საქმეზე მსჯელობა დაიწყო

ესპანეთის ნაციონალური სასამართლოს მოსამართლემ პაბლო რუსმა ნეიმარის საქმესთან დაკავშირებულ შესაძლო ფინანსურ მაქინაციებზე მიიღო საჩივარი, რომელიც სასამართლოში ხორდი კასესმა მიიტანა. კასესი აქტიურად უპირისპირდება “ბარსელონას” ახლანდელ ხელმძღვანელობას.

“ბარსელონას” პრეზიდენტ სანდრო როსელს ნეიმარის ტრანსფერი განხორციელების დროს 40 მილიონი ევროს მითვისებას სდებენ ბრალად. ამასთან დაკავშირებით, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობამ სასამართლოს ტრანსფერი მთლიანი დოკუმენტაცია გადასცა. როსელმა კი განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის საჯაროდ ისაუბროს სატრანსფერო შეთანხმების დეტალებზე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ნეიმარის ტრანსფერის რირებულებამ 57,1 მილიონი ევრო შეადგინა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ტრანსფერი 95 მილიონი დაჯდა.

როსელი: “სანამ კლუბის პრეზიდენტი ვარ, მესი “ბარსელონას” არ დატოვებს”

სანდრო როსელი აცხადებს, რომ სანამ ის კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი იქნება, არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი გუნდს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მესი ხელფასის გაზრდას ითხოვდა.

“რა თქმა უნდა, ლიონელი არსად წასვლას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვარ, მესი ჩვენი გუნდიდან არ წავა. ის ფასდაუდებელი მოთამაშეა”, – ამბობს როსელი.