სანტანდერის „რასინგის“ მოთამაშეებმა „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ესპანეთის თასის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩი ჩაშალეს.
მატჩის მთავარმა არბიტრმა სასტვენის მიცემა ვერც კი მოასწრო, როდესაც გუნდი მთლიანი შემადგენლობით მოედნის ცენტრში დადგა. სან-სებასტიანურმა გუნდმა ბურთის თამაშში შეყვანა არ ისურვა, რის გამოც იგი აუტზე გადააგდო.
ამ ყველაფრის შემდეგ გუნდის კაპიტანი მარიო ფერნანდესი არბიტრთან მივიდა, რომელსაც განუცხადა, რომ მატჩი არ შედგება.
აღსანიშნავია, რომ მოთამაშეებს „რასინგის“ გულშემატკივრებმა მხარი დაუჭირეს და საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს ტაშიც კი დაუკრეს. „გადადგეს ხელმძღვანელობა“, – სკანდირებდნენ სანტანდერელთა ქომაგები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაშის წინ მოთამაშეებმა კლუბის მფლობელებს ულტიმატური წაუყენეს. იმისთვის, რომ მატჩი შემდგარიყო, მათ თავისი პოსტები უნდა დაეტოვათ.
რაც შეეხება ბოიკოტის მიზეზს, ფეხბურთელებს უკვე მეორე თვეა, რაც ხელფასს არ უხდიან.
ცნობისთვის, პირველ მატჩში „რეალ სოსიედადმა“ ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.
ალექსანდრე მატევოსოვი