უსტარიცი “დინამოდან” მიდის

“დინამოს” 30 წლის მცველი უსტარიცი თბილისურ კლუბს ტოვებს. პორტუგალიური პრესის ცნობით, ესპანელი კარიერას პორტუგალიის პრიმერა ლიგის კლუბ “აროუკაში” გააგრძლებეს, რომელიც ამჟამად გათამაშებაში მეცამეტე ადგილს იკავებს. უსტარიცი 1,5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რაც პორტუგალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოელ პინიომაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მცველი “დინამოში” გასულ სეზონში გამოჩნდა და უმაღლეს ლიგაში 14 ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც მოახერხა. უსტარიცი კარიერის საუკეთესო წლებში ბილბაოს “ატლეტიკის” ღირსებას იცავდა.