მაისურაძე და აბურჯანია აპოელს დაუზავდნენ

კვიპროსის თასის გათამაშების 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ანორთოსისმა” აპოელ-ს უმასპინძა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ორივე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია და ირკალი მაისურაძეც.

კვიპროსის ჩემპიონატში მე-2 და მე-5 პოზიციებზე მყოფ გუნდებს შორის განმეორებითი სათასო დაპირისპირება 11 მარტს შედგება.

მაისურაძემ და აბურჯანიამ სტუმრად მოიგეს

კვირპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ანორთოსისი” გათამაშების აუტსაიდერ “აია ნაპას” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტაიმში ფამაგუსტელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, მეორეში კი მეტოქეს კიდევ 4 გოლი გაუტანეს, რასაც მასპპინძლებმა მხოლოდ ერთხელ უპასუხეს.

“ანორთოსისი” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშე ირაკლი მაისურაძემ, ხოლო გიორგი აბურჯანია მწვრთნელმა 58-ე წუთზე შეცვალა.

16 ტურის შემდეგ “ანორთოსისი” 25 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

სად და რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები

გასული კვირის მთავარი მოვლენა, მალტაზე ქართველი ფეხბურთელების მასობრივი მიგრაცია გახდა. “ვალეტას” რიგებში ერთბაშად სამი საქართველოს მოქალაქე ჩაირიცხა, საიდანაც ორი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად ითვლება. მალტის წამყვანი კლუბის ღირსებას დაიცავენ: საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ნუკრი რევიშვილი და ორი ახალგაზრდა იმედის მომცემი ფეხბურთელი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომი ოვონიკოკო.

ქართველი ფეხბურთელების სუსტ ლიგებეში თამაში აღარავის უკვირს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ჩვენი ნაკრების ფეხუბრთელები ევროპის ტოპ ლიგებში ასპარეზობდნენ. მაგრამ, თუ ადრე სომხეთის ან ყაზახეთის დონის ლიგებში, შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები მიდიოდნენ, ახლა სამოყვარულო ლიგაში ეროვნული გუნდის წევრები მიდიან, რაც ნამდვილად საგანგაშოა.
მალტურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელების “ვალეტაში” მიყვანა მერაბ ჟორდანიას ფინანსური დახმარებით მოხდა. საინტერესოა, რომ “ვიტესიდან” წამოსულმა ჟორდანიამ, 1 თვის წინ “ტორპედოს” ჩაბარებაზე თქვა უარი და როგორც ჩანს მალტურ ფეხბურთში არჩია თანხის დაბანდება.

ისე, ქართველი ფეხბურთელს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ან ნებისმიერი დონის ლიგაში წააწყდებით. მაგალითად იტალიაში, რანგით მეექვსე დივიზიონის ბინადარ “ფოლგორე 1945-ში” ავთო ბუჩაშვილი გამოდის, რომელიც საქართველოში “გაგრაში” თამაშით არის ცნობილი. ქართველები ბალტიისპირეთშიც მრავლად არიან. ლიტვასა და ლატვიაში ქართველ ფეხბურთელთა მიგრაცია ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა. წარმომადგენელი ფინეთის მეორე ლიგაშიც კი გვყავს. “კოოტეეპეეს” ღირსებას უკვე 5 წლის განმავლობაში 28 წლის მცველი გიორგი ოსიტაშვილი იცავს. გაგიკვირდებათ და, ქართველს ფარერის კუნძულებზეც უთამაშია. მამუკა ტორონჯაძე, რომელიც ახლა უკვე რუსთავის “მეტალურგის” ფეხბურთელია ფარერებზე 2010 წელს გაემგზავრა და ჯერ “სუდუროის” შემდეგ კი “რუნავიკის” ღირსებას იცავდა. თუმცა, ყველაზე ორიგინალური ალბათ მაინც გიორგი ციმაკურიძეა. სლოვაკეთიდან საქართველოში დაბრუნების წაწრუმატებელი მცდელობის შემდეგ, ციმაკურიძემ კვლავ უცხოეთში გადაწყვიტა თამაში და ტაილანდს მიაშურა, სადაც იქაურ პირველი ლიგის “ტტმ”-ში ჩაირიცხა, შემდეგ პრემიერლიგის “ბანგკოკში” გადავიდა, თუმცა შემდეგ კვლავ პირველ ლიგას დაუბრუნდა და “ფუკეტის” ღირსებას იცავს.

ბოლოს, იმედი გამოვთქვათ, რომ მომავალში ქართველ ლეგიონერებზე საუბრისას, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებზე მოგვიწევს წერა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მალტურ “ვალეტაში” ითამაშებენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ნუკრი რევიშვილი და ირაკლი მაისურაძე, რომლებიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გორის “დილას” ღირსებას იცავდნენ კარიერას მალტის ჩემპიონატში მოასპარეზე “ვალეტაში” გააგრძელებენ. მართლაც რომ უცნაური ამბავია. ქართველი ფეხბურთელების სუსტ ლიგებში თამაში ნამდვილად აღარავის უკვირს, მაგრამ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ნახევარმცველი მალტის ნახევრად სამოყვარულო ლიგაში მიდიან, მართლაც ბევრი კითხვა იბადება.
გასაგებია, რომ მალტაზე, რომელიც ცხოვრების დონით ნამდვილად უსწრეფს საქართველოს, ძალიან კარგი პირობებია. მაგრამ, ფეხბურთელებმა ალბათ კარიერაზეც უნდა იფიქრონ. იმედია ამ ფეხბურთელების მალტური ვოიაჟი ხანმოკლე აღმოჩნდება და ეს ულამაზესი კუნძული კარგ ტრამპლინად აღმოჩნდება უკეთეს ლიგაში მოსახვედრად.

ასევე შეგახსენებთ, რომ “ვალეტაში” კარიერას “გაგრას” ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკოც გააგრძელებს.