ძალიან უცნაური მიზეზის გამო შეჩერებული მატჩი ლიბერტადორესის თასზე (ვიდეო)

13 თებერვალს, ლიბერტადორესის თასზე “ნასიონალმა” საკუთარ მოედანზე “პალესტინო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ მატჩმა ცარიელი ტრიბუნების თანხლებით, რადგან “ნასიონალის” ფანებმა ჩემპიონატის გასულ ტურში მეტოქე გუნდის ფანებთან იჩხუბეს და ამჟამად ტრიბუნაზე ყოფნის საშუალება არავის მისცემია.

შეხვედრის მიმდინარეობისას ძალიან უცნაური რამ მოხდა, მოედანზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის გამოც შეხვედრა ცოტა ხნით შეწყდა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რატომ მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება.

ლიბერტადორესის თასი “სან ლორენსომ” მოიგო

ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებით მატჩში არგენტინულმა “სან ლორენსომ” პარაგვაული “ნასიონალი” დაამარცხა. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი არგენტინელებმა 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნესტორ ორტიგოსამ გაიტანა.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში “წმინდანებმა” 2:1 გაიმარჯვეს და არსებობის ისტორიაში პირველად სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის სტატუსი მოიპოვეს.

“სან ლორენსო” (არგენტინა) — “ნასიონალი” (პარაგვაი) 1:0 (1:0)
გოლი: ორტიგოსა 35′ (პენ).

პირველი მატჩი: 1:1

 

სუპერგოლი ლიბერტადორესის თასზე (ვიდეო)

ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში როდრიგო მორამ “გუარანის” კარი ულამაზესი დარტყმით აიღო