„ინტერის“ მფლობელმა ერიკ ტოჰირმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნერაძურის“ რიგებში გადასული მოთამაშეები შეაფასა.
„ჩვენი მიზანი შემადგენლობის გაძლიერება და კონკურენციის აწევა იყო. ჩემი აზრით, ამ პროცესის კარგი სტარტი მივიღეთ.
მსურს, იმ მოთამაშეებს, რომლებმაც „ინტერი“ დატოვეს წარმატება ვუსურვო, კლუბისათვის ამ ფესბურთელთათვის თამაშის საშუალების მიცემა მნიშვნელოვანი იყო. იმედია, ისინი გაიზრდებიან და ჩვენთან დაბრუნდებიან.
ერნანესისა და დანილო დ’ამბროზიონს მოსვლით კმაყოფილი ვარ. მჯერა, რომ ეს მოთამაშეები შემადგენლობას გააძლიერებენ.
მათ „ინტერის“ ოჯახში მივესალმებით. ველი მომენტს, როდესაც გასახდელსა და მოედანზე ისინი თავი სიტყვას იტვიან“, – განუცხადა ტოჰირმა „ნერაძურის“ ოფიციალურ ვებ-საიტს.
ალექსანდრე მატევოსოვი