„ლივერპულის“ თავკაცმა ბრენდან როჯერსმა დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველის ევგენი კონოპლიანკას ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელი მოთამაშის დამატებას მისი კლუბი ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.
„ლივერპულმა“ კლუბსა და მოთამაშეს ყველანაირი წინადადებით მიმართა. უკრაინაში ჩვენი ექიმიც გაემგზავრა, რომელიც ასევე სელექციონურ ჯგუფს ხელმძღვანელობს.
მოლაპარაკებების დროს იენ ეირმა ბევრი იშრომა. ფული პრობლემა არ იყო.
ვწუხვარ, რადგან კონოპლიანკას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა ძალიან უნდოდა.
სირთულეები ვერ შეგვაჩერებენ, თუ ვგრძნობთ, რომ მოთამაშეს ჩვენთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მის ტრანსფერს ზაფხულში დავუბრუნდებით“, – განაცხადა როჯერსმა.
ალექსანდრე მატევოსოვი