ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ “ბურსასპორი” მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა გუნდების შანსებზე ისაუბრა.
შენოლ გიუნეში: “პირველ მატჩი სასურველ შედეგ ვერ მივაღწიეთ. გამარჯვების მოპოვებას ხვალინდელ შეხვედრაში ვეცდებით. “ჩიხურას” სახით საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავს. ჩვენი გულშემატკივრები დღესაც ჩამოვიდნენ და ხვალაც ჩამოვლენ, თუმცა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.”
“ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩი ხვალ, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე აიღებს სტარტს.