ჩელსტრემის ხელფასს “სპარტაკი” გადაიხდის

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ლონდონელებმა “სპარტაკთან” შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც მკურნალობის დროს კიმ ჩელსტრემის ხელფასს მოსკოველები გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” შვედი ნახევარმცველი “სპარტაკისგან” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს აიყვანა. როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხბურთელი ტრავმირებული ყოფილა და 6 კვირას გამოტოვებს.

“ჩელსტრემი მოედანზე 6 კვირაში დაბრუნდება. მანამდე კი მის ხელფასს “სპარტაკი” გადიახდის. ფეხბურთელზე უარის თქმას ვაპირებდით, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო და სხვა მოთამაშის დამატებას ვეღარ მოვახერხებდით. ამიტომ, ჩელსტრემის აყვანა გადავყწვიტეთ” – განაცხადა ვენგერმა.