ვენგერი: “ბენდტნერი მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის ხელის შეშლას”

ლონდონის “არსენალის” მთვარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ინგლისის თასის ეგიდით, “ნოტინგემ ფორესტთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, “მეთოფეთა” ყოფილი შემტევის, ნიკლას ბენდტნერის ასპარეზობა შეაფასა.

“ბენდტნერი მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენი ფეხბურთელებისათვის ხელის შეშლას. “ნოტინგემ ფორესტი” კარგი გუნდია. მათ ყველაფერი გაიღეს, რათა სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ.

ვფიქრობ, რომ მოტივირებული და ფორმაში მყოფი ბენდტნერისგან ეს კლუბი სწორედ იმას, მიიღებს რაც სურს.

ის სულ რაღაც 28 წლისაა, ასე რომ მას კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასვლა. “დამშეულ” ბენდტნერს ნებისმიერი გუნდის კარში შეუძლია გოლების გატანა.”

ბენდტნერი “არსენალის” კარში გატანილ გოლის აღნიშნვნას აპირებს, თუმცა არა გიჟურად

“ნოტინგემ ფორესტის” ახალწვეულმა, ნიკლას ბენდტნერმა პრესასთან საურისას განაცხადა, რომ “არსენალის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” რიგებში მას 171 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ნამდვილად დიდებული მატჩის მოლოდინში ვარ სავსე ტრიბუნების ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნიან.

რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ.

ავღნიშნავ თუ არა “არსენალის” კარში გატანილ გოლს? ავღნიშნავ, თუმცა არ გავგიჟდები. “არსენალის”, როგორც კლუბის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს.”

ბერძნული პრესა: ნიკლას ბენდტნერი ინგლისში ბრუნდება

ბერძნულ პრესაში მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო სამყაროსთვის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, ნიკლას ბენდტნერი ინგლისში ბრუნდება – მისი გადაბირება “ნოტინგემ ფორესტს” სურს.

ბერძენი ჟურნალისტი, ანტონის ოიკონომიდისი ირწმუნება, რომ თავდამსხმელსა და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომ, ბენდტნერი “ფორესტში” უფასოდ გადავა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბენდტერის ბოლო გაჩერება “ვოლფსბურგი” იყო, რომელმაც მას კონტრაქტი ამა წლის აპრილში გაუწყვიტა.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ბერძნული Sdna.gr იტყობინება, ბენდტერს მის ყოფილ კლუბთან, “არსენალთან” მოუწევს დაპირისპირება, როდესაც “ნოტინგემი” და “მეთოფეები” ერთმანეთს ლიგის თასის ეგიდით გასამართ მატჩში დაუპირისპირდებიან.

ალოფსი: “ბენდტნერის ექსპერიმენტმა უბრალოდ არ გაამართლა”

გერმანული “ვოლფსბურგის” გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ალოფსმა აღიარა, რომ ნიკლას ბენდტნერის ტრანსფერი დიდი რისკის შემცვლელი იყო და დაამატა, რომ აღნიშნულმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

“ბენდტნერის ტრანსფერის განხორციელება იყო ექსპერიმენტი, რომელმაც უბრალოდ არ გაამართლა.” – განუცხადა ალოფსმა Kicker-ს.

“ბენდტნერის საკითხზე ბევრი ვიოჭორფეთ. ნიკლასი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფეხბურთელია, რის გამოც “არსენალის” გვშურდა კიდეც, როდესაც მათ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღმოაჩინეს.

თუმცა მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. ნიკლასი თავისი ქმედებებით საკუთარ კარიერას ვნებდა. რა თქმა უნდა, გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვართ, რამეთუ მისი პოტენციალის გამოყენება ვერ მოვახერხეთ.”

ბენდტერი ‘მერსედესთან’ პოზირებისთვის დააჯარიმეს

გერმანული “ვოლფსბურგის” თავდამსხმელი, ნიკლას ბენდტნერი კლუბის ხელმძღვანელობამ წესების დარღვევის გამო დააჯარიმა.

დანიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვა,  ახლახან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის გვერდით S კლასის მერსედესია.

როგორც იცით, “ვოლფსბურგის” სპონსორი მანქანების მწარმოებელი ფირმა “ფოლკსვაგენია”. აქიდან გამომდინარე, ამ კლუბის ფეხბურთელებს სხვა ფირმის მანქანების რეკლამირება აკრძალული აქვთ.

ნიკლას ბენდტნერს 80,000 ფუნტის გადახდა მოუწევს.

Fanebi_Logo

ბენდტნერი: “იდიოტის იმიჯის ტარებით დავიღალე”

“ვოლფსბურგის” თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ იმიჯი მას პრესამ შეუბღალა. დანიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ გუნდისთვის მაქსიმუმს აკეთებს.

“ყველა ინტერვიუს არ ვთანხმდები. პრესის მიერ შექმნილი იდიოტის იმიჯის ტარებით დავიღალე. იმ ჟურნალისტებსაც კი, რომელთაც ვენდობი, არ შეუძლიათ, სიტყვებით ახსნან ის, რასაც უთამაშებლობისას ვგრძნობდი. “ვოლფსბურგის” ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხეთ, რამდენს ვმუშაობ დარბაზში ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. ამას ყველა დაადასტურებს. სახლში სავარჯიშოდ ველოტრენაჟორიც კი შევიძინე. მუდმივად ვმუშაობ და ყოველთვის მინდა თამაში”, – ბენდტნერის კომენტარს 11 Freunde ციტირებს.

 

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ნიკლას ბენდტნერიც გამოჩნდა (ფოტო)

შაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ლოს ანჯელესში სპეცილაური ოლიმპიური თამაშები გახსნა, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იღებენ.

გახსნის ცერემონიალის დროს, დანიელთა დელეგაციას ბანერი ჰქონდა, რომელზეც “Lord Bendtner” ეწერა.

iYWArmz

„ვოლფსბურგმა“ ბენდტნერი ვარჯიშდან მოკვეთა

როგორც გერმანული გამოცემა „კიკერი“ იტყობინება, „ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი პირველ გუნდთან ვარჯიშდან მოკვეთა.

ამჟამად 27 წლის ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამით მუშაობა უწევს, რადგან გუნდის თავკაცი „აიაქსთან“ ამხანაგურ მატჩში მისი თამაშით უკაყოფილო დარჩა.

თავის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ჰეკინგმა განაცხადა, რომ ბენდტნერის იმედი აქვს, თუმცა მას ძირითად გუნდში მხოლოდ მაშინ დააბრუნებს, როდესაც ის ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

ბენდტნერმა “ოქროს ბურთი” “დაისაკუთრა” და თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა (ფოტო)

დანიის ნაკრების თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საარჩევნო ბრძოლაში “ჩაერთო”. “ვოლფსბურგის” ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ის არის გამოსახული, ხელში “ოქროს ბურთი” უჭირავს, ზედ კი აწერია:

“პრემიერ-მინისტრი – ლორდი ბენდტნერი”.

Bendtner

ბენდტნერი „ფენერბაჰჩეში“?

„ვოლფსბურგის“ თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა, შესაძლოა, ზაფხულში სამუშაო ადგილი შეიცვალოს. როგორც „ტუტომერკატოვები“ წერს, დანიელი ფორვარდით თურქული „ფენერბაჰჩე“ დაინტერესებდა. ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია უცნობია.

განვლილ სეზონში დანიელმა „მგლების“ შემადგენლოობაში 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა.

ბენდტნერს ოფიციალურად ლორდის ტიტული მიენიჭა

დანიურმა ჟურნალმა „SE og HOR“-მა „ვოლფსბურგის“ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს ლორდის ტიტული ოფიციალურად მიანიჭა და სიმბოლურად შოტლანდიის გლენკო ვუდში მიწის ერთი კვადრატული ფუტი აჩუქა.

„ჩვენ სერტიფიკატი ვნახეთ. ნიკლასს ეს სახალისო იდეა მომეწონა. საბუთები უკვე გამოგვიგზავნეს. კარგია, რომ მას მიწა ასეთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას აჩუქეს“, – განაცხადა ბენდტნერის აგენტმა ელიზა ლიკემ.

ცნობისთვის, დანიელ ფეხბურთელს „ლორდი“ გულშემატკივრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეარქვეს.

1437205

ნიკლას ბენდტნერი “ვოლფსბურგში” საოცრებებს აკეთებს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს ნიკლას ბენდტნერი “ვოლფსბურგის” ვარჯიშზე.