დადგა დრო და მალტის ჩემპინატის მატჩზეც ვსაუბრობთ. ადგილობრივი “ვალეტას” ღირსებას სამი ჩვენებური ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომი ოვონიკოკო იცავენ.
“ვალეტა” გუშინ პირველადგილოსან “ბირკირკარას” ესტუმრა, რომელსაც 6 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა 2-1 მოიგო და ახლა სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნუკრი რევიშვილმა და აბაიომი ოვონიკოკომ, რომელიც მწვრთნელმა ბოლო წუთზე შეცვალა. მაისურაძეს არ უთამაშია.
მატჩს 6000 გულშემატკივარი დაესწრო.