რომას თავდამსხმელმა ჟერვინიომ განაცხადა, რომ “არსენალის” მენეჯერს არსენ ვენგერს მისი არ სჯეროდა.
შეგახსენებთ, რომ კოტ დიუარელი თავდამსხმელი “არსენალიდან” რომაში 8 მილიონ ევროდ გადავიდა ამ ზაფხულს.
“განსხვავება რომასა და არსენალს შორის? მწვრთნელი”-განაცხადა 26 წლის ფეხბურთელმა.
“რუდი გარსიას ჩემი სჯერა, მე დიდი სიამოვნებით მივდივარ დილით ვარჯიშზე”.
ჟერვინიომ ითამაშა იტალიის თასზე ნაპოლის წინააღმდეგ და დუბლი გაიფორმა.
” ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პოპულარობა იტალიაში დაიწყო, მაგრამ მე შემიყვარდა აქაური ატმოსფერო”.