“ფიორენტინას” ექიმმა პაოლო მანეტიმ ტრავმირებული ჯუზეპე როსის მდგომარეობაზე ისაბრა. შეგახსენებთ, ფორვარდმა მუხლის ტრავმა იანვრის ბოლოს მიიღო. ფლორენციულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი 2 მაისს გასამართი თასისი ფინალისთვის მზად იქნება.
“მისი სარეაბილიტაციო კურსი დასკვნით სტადიოაშია. ფეხბურთელი უკვე საერთ ჯგუფთან ერთად არის, თუმცა მძიმე დატვირთვებს ერიდება. ჩვენი მიზანია, რომ ფინალური მატჩს როსი ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდეს” – განაცხადა მანეტიმ.
მომდევნო კვირაში “ფიორეს” კიდევ ერთი ფორვარდი, მარიო გომესიც დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მხარი 23 მარტს “ნაპოლისთან” გამართული მატჩის დროს დაიზიანა.