ჟერარ პიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა. ამის შესახებ მან ორი დღის წინ განაცხადა.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
ჟერარ პიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა. ამის შესახებ მან ორი დღის წინ განაცხადა.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
“ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების უცვლელი წევრი ჟერარ პიკე ადასტურებს, რომ 31 წლის ასაკში სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ჟერარ პიკეს “ფურია როხას” მაისურით 102 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი.
“ნაკრებთან ერთად დიდებული დრო გავატარე, მაგრამ ეს ამბის დასასრულია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების დატოვება აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის,” – აცხადებს ჟერარ პიკე.
კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მცველმა, ჟერარ პიკემ, საჯაროდ განაცხადა, რომ თანახმაა “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტს (ჟორდი მესტრე) შეხვდერს და ანტუან გრიზმანის ფილმი განიხილოს.
როგორც იცით, ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ვიდეოგზავნილით აცნო, რომლის გადაღებაზეც პიკეს ერთ-ერთმა კომპანიამ იზრუნა. გზავნილში კი ცალსახად გაკრიტიკებული იყო “ბარსელონას” მმართველობა.
“თუ მას ჩემთან საუბარი უნდა, იცის სად ვარ და ნომერიც აქვს. ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა ყოველთვის გამჭვირვალე იყო. ყოველთვის გვქონდა კავშირი – ამ პრობლემას აუცილებლად განვიხილავთ,” – განაცხადა პიკემ ნაკრებში ჩატარებული მე-100 მატჩის შემდეგ.
პროფესიონალურმა ფეხბურთის ლიგამ (ლა ლიგა) ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას პიკეს საქმის განხილვისთვის საჭირო დამატებითი დეტალები მიაწოდა. ლა ლიგის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ “ესპანიოლის” ფანებმა პიკე განძრახ გააღიზიანეს.
როგორც იცით, ფედერაციის მიერ შექმნილი სპეციალური სადისციპლინო კომიტეტი ჟერარ პიკეს გოლის აღნიშვნის ეპიზოდს იკვლევს, როდესაც ამ უკანასკნელმა ტუჩზე თითის აფარებით ფანებს გაჩუმებისკენ მოუწოდა.
ლა ლიგის ცნობით, 460 ფანი არასასიამოვნო შეძახილებს სკანდირებდა პიკეს მიმართ, ისევე როგორც მისი მეუღლის, შაკირასა და “ბარსელონას” მიმართულებით.
ასე რომ, დიდი ალბათობით, ჟერარ პიკე ყველანაირ დამატებით სასჯელს უნდა გადაურჩეს.
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და პარასკევს გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ჟერარ პიკეს გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. ესპანელმა ფეხბურთელმა პრესასთან ლეო მესის ფაქტორზეც ისაუბრა.
“ჩვენი წარმატების, “ბარსელონას” საუკეთესო თაობის გასაღები ლეო მესია. ჩვენ უბრალოდ მივყვებით მას,” – აცხადებს პიკე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.
“თუ ვინმე იყო მნიშვნელოვანი ჩვენს წარმატებებში, ეს ლეოა. მან ძალიან ბევრი ტიტული მოგვაგებინა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ მას, რადგანაც ლეოს კონკურენტუნიარიანი გუნდი სჭირდება,” – დაამატა ესპანელმა.
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ “ბარსელონაში” გატარებული 14 წლის მანძილზე მესიმ 29 ტიტული მოიგო.
კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ “რეალთან” წაგებული სუპერთასის შემდეგ (5-1) აღიარა, რომ დღეს “ბლანკოსი” “ბარსელონაზე” ძლიერია.
“ძალიან ცუდ დღეშია კლუბი, ისევე როგორც გუნდი. რამე უნდა მოვიმოქმედოთ, მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, რათა წინ წავიდეთ.
სეზონი ძალიან გრძელია და ამის გამოსწორება შეგვიძლია. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ, დღეს “რეალი” ჩვენზე ძლიერი იყო. ცხრა წელია ამ კლუბში ვარ, და პირველად ვგრძნობ, რომ “რეალზე” სუსტები ვართ,” – აცხადებს ესპანელი მცველი.
კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ჟერარ პიკემ პრესასთან ესპანეთის სუპერთასზე ისაუბრა, რომლის მოსაგებადაც “ბლაუგრანას” “რეალთან” გასამართი ორმატჩიანი დუელის მოგება მოუწევს.
“გუნდი თავს მშვენივრად გრძნობს. დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. გუნდის ბირთვი კვლავ ფორმაშია.
“რეალთან” გასამართი ყველა მატჩი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. თუ ჩვენს მეტოქეს ჩვენზე მეტი აქვს მოგებული, ეს მაშინვე უნდა გამოვასწოროთ,” – აცხადებს ესპანელი მცველი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი “კამპ ნოუზე”, 13 აგვისტოს გაიმართება.
მადრიდის “რეალის” ბოლოდროინდელი წარმატება “ბლანკოსის” მოსისხლე მტრის, “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ შეაფასა.
“იყო დრო, როდესაც ჩვენც ისევე აღვნიშნავდით კოპა დელ რეის მოგებას, როგორც “რეალი” – საზეიმო მსვლელობებს ვაწყობდით. ახლა ასე არ არის და როდესაც კვლავ მოვაწყობთ პარადს ამის აღსანიშნავად, ეს ნამდვილად იქნება ჩვენი ეპოქის დასასრული.
არამგონია ჩვენი წარმატებების შედარება ღირდეს იმასთან, რაც “რეალმა” ბოლო ორ წელიწადში გააკეთა. “რეალის” ახალი ეპოქის დასაწყისი? მსგავსი არაფერია,” – აცხადებს პიკე, რომლის გუნდმაც ბრწყინვალების ათწლეულში 26 ტიტული მოიგო.
“ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ პრესასთან საუბრისას იხუმრა, რომ კლუბის პრეზიდენტობაზეც აქვს რაღაც პრეტენზიები.
როდესაც მას ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, მან განაცხადა: “არაერთხელ მითქვამს, რომ ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ეს არ მაინტერესებს.
მინდა, კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო და რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე დავრჩე აქ.
თუმცა, როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში კლუბის პრეზიდენტები არც ისე წარმატებულად მოღვაწეობენ, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ამ პოსტზე დავფიქრდე,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი.
კატალონიური “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წელს ოქროს ბურთის მოგებას ლეო მესის მსგავსად ჯანლუიჯი ბუფონიც იმსახურებს.
“წელს მესი ოქროს ბურთს მოიგებს, როგორ ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი. ის კვლავაც იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას.
მაგრამ, თუ ტიტულებს დავაკვირდებით, მაშინ ოქროს ბურთი ბუფონმა უნდა მოიგოს – ჯიჯიმ “სკუდეტო” და კოპა იტალია მოიგო და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლოს.
ის ამ ტიტულს ნამდვილად იმსახურებს დიდებული კარიერისათვის და ამ ბრწყინვალე სეზონისათვის. ამ შემთხვევაში, ის კიდევ ერთი დიდებული მეკარე იქნება ლევ იაშინის შემდეგ, რომელიც ამ პრიზს დაეუფლება,” – აცხადებს ესპანელი მცველი.
„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ „მილანი“ და „ინტერი“ უახლოეს მომავალში კვლავ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ.
„ორივე მილანურ კლუბს საუკეთესო დრო არ აქვს, განსაკუთრებით ეს ხელმძღვანელობას ეხება. იმედია, ისინი მალე ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდებიან. ორივე გუნდს მდიდარი სახელი და ისტორია აქვს. ამ კლუბების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მომწონდა, რადგან ეს ორი საერთაშორისო დონის კლუბია, „სან-სიროზე“ ატმოსფერო კი ყოველთვის ფანტასტიკურია“, – ციტირებს პიკეს „Football-Italia“.
„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ „რეალის“ მცველ ალვარო არბელოასთან ურთერთობაში პრობლემები არ აქვს. აქამდე ფეხბურთელები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. პიკემ ასევე თავისი გუნდის გასულ და მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა.
„არბელოასთან უპრობლემოდ ვისაუზმებდი. როდესაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებას გავდიოდით, ერთად არაერთხელ ვყოფილვართ და სირთულეები არ გვქონია.
„ვალენსიასთან“ მატჩი? კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავძელით. მეტოქემ ერთი მომენტი შექმნა და ორჯერ გაიტანა, ჩვენ კი 15 შანსიდან მხოლოდ 1 გამოვიყენეთ. ფეხბურთს ასეთ საინტერესო სპორტის სახეობად მსგავსი შემთხვევები ხდის“, – ციტირებს პიკეს „Football-Espana“.