კლაუდიო რანიერი: “ლესტერი” უნდა დავივიწყო”

“ნანტის” ახალმა და ინგლისური “ლესტერის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრესასთან საუბრისას საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

“მოხარული ვარ, რომ აქ მიწევს მუშაობა. ძალიან კარგად ვიცი, რომ აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ და ამ კლუბს ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს.

სერჟიუ კონსეისაუმ აქ ბრწყინვალე პროექტი წამოიწყო და მე მაქსიმალურად ვეცდები, დაწყებული საქმე ბოლომდე დავასრულო.

ნამდვილად არ ვაპირებ, “ლესტერის” პროექტის გამეორებას, პირიქით, “ლესტერი” უნდა დავივიწყო. ის რაც იქ მოხდა უნიკალური რამ არის,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ოფიციალურად: კლაუდიო რანიერიმ ფრანგული “ნანტი” ჩაიბარა

ფრანგული “ნანტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დანიშვნის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა “ნანტთან”, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ სეზონში 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მოგებული სეზონის შემდეგ, “ლესტერ სიტი” საშინაო ჩემპიონატში საშინლად გამოიყურებოდა, რის გამოც, 2017 წლის თებერვალში რანიერი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

კლაუდიო რანიერი “ნანტს” გაწვრთნის

“ლესტერ სიტის” ყოფილი თავკაცი, კლაუდიო რანიერი, რომლებმაც “მელიებს” 2015/16 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოაგებინა, ამიერიდან ფრანგულ “ნანტს” გაწვრთნის.

როგორც ცნობილი ხდება, 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გუნდის გაწვრთნაში მას 4 დამხმარე მწვრთნელი და ერთი სუპერვაიზერი შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ მოგებული სეზონის შემდეგ, “ლესტერ სიტი” საშინაო ჩემპიონატში საშინლად გამოიყურებოდა, რის გამოც, 2017 წლის თებერვალში რანიერი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

“ნანტმა” კი ლიგა 1-ის გასულ სეზონში 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

ჯილობოჯი „ჩელსიში“ სამედიცინო შემოწმებას გადის

„ნანტის“ 26 წლის მცველი პაპი ჯილობოჯი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამ მომენტისთვის ფეხბურთელი „არისტოკრატებში“ სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შესახებაც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერის დეტალების თაობაზეც შეთანხმდნენ. ჯილობოჯის დამატება „ჩელსის“ 3,5 მილიონი ევრო დაუჯდება.

სავარაუდოდ, ფეხბურთელი კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ნანტი – ლიონი 1:1

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში “ლიონი” “ნანტს” ესტუმრა და მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შესძლო.

ნანტი 1-1 ლიონი

გოლები: კონე 51′ (0:1); ვერეტო 73′ (1:1)

ზლატან იბრაჰიმოვიჩის სუპერ-გოლი “ნანტის” კარში

4 თებერვალს, საფრანგეთის თასზე, “ნანტსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა.