არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა მექსიკის კლაუსურას ეგიდით, „სანტოს ლაგუნასა“ და „ტოლუკას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას. მასპინძელთა თავდამსხმელი ხავიერ ოროსკო გოლის გატანის შემდეგ ინერციით ძელს თავით შეეჯახა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ისე კი, „სანტოს ლაგუნამ“ შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგო და ორივე გოლი სწორედ ოროსკოს ანგარიშზეა.
გთავაზობთ მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.