მოიესი: “გაგვიჭირდება, რომ სასურველი ფეხბურთელები “სანდერლენდში” გადმოსვლაზე დავითანხმოთ”

ინგლისის პრემიერ ლიგაში “სანდერლენდი” მე-18 ადგილე იმყოფება და მას უსაფრთხო ზონასთან 2 ქულა აშორებს. გუნდი კრიზისშია და მას აშკარად ესაჭიროება ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება. თუმცა, “სანდერლენდის” პრეზიდენტმა, ელის შორთმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იანვარში კლუბს ტრანსფერებისთვის არც ისე დიდი თანხა აქვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა.

“ელისმა და მე ვისაუბრეთ ფეხბურთელების დამატებაზე. ახალი სპორტსმენების შეძენის სურვილი და საჭიროება დიდია, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ძნელია, შუა სეზონში მცირე ბიუჯეტით მე-18 ადგილზე მყოფ გუნდში გადმოსვლა ვინმეს სთხოვო.”

“ფეხბურთელებს უბრალოდ უნდა ვუთხრთ: “ჩვენ თქვენ გვჭირდებით.” ვნახოთ, რა გამოვა,” – განაცხადა მოიესმა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

სატრანსფერო ფანჯარა დასკვნით ფაზაში შედის და კლუბები გრძელი სეზონის წინ გაძლიერებას ასრულებენ. ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ჭორებს.

იუვენტუსი ლუის ადრიანოსთვის იბრძოლებს

“იუვენტუსი” “შახტარის” ფორვარდის ლუის ადრიანოსთვის იბრძოლებს. ბრაზილიელი შემტევით კიდევ ერთი იტალიური გუნდი, “რომაა” დაინტერესებული. სარფიანი წინადადების შემთხვევაში უკრაინული კლუბი მზად არის მოთამაშე გაასხვისოს.

პორტუ აბელ ერნანდესით ინტერესდება

“პორტუს” ინტერესთა სფეროში აბელ ერნანდესი მოხვდა. “დრაკონები” ურუგვაელს ფეხბურთელს ჯექსონ მარტინესის “მილანში” გადაბარგების შემთხვევაში შეიძენენ. პორტუგალიური კლუბის კიდევ ერთი ვარიანტი “ლორიანის” შემტევი აბუბაკარია.

რეალი ნეგრედოზე ფიქრობს

მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტის” ალვარო ნეგრედოს ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა. “სამეფო კლუბი” ნეგრედოს კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებს. “რეალის” გარდა შემტევის მიმართ ინტერესს “ვალენსიაც” იჩენს.

ნიუკასლი ტიოტეს 14 მილიონად აფასებს

ინგლისური “ნიუკასლი” მზად არის კოტ დივუარელი შეიკ ტიოტეს შეელიოს, თუ დაინტერესებული კლუბი 14 მილიონ ევროს გადაიხდის. გავრცელებული ხმების თანახმად, ტიოტეს გადაბირება მოსკოვის “ლოკომოტივს” სურს.

ევერტონს კიდევ ერთი ფორვარდი სურს

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კიდევ ერთი ფორვარდის ყიდვა არ გამორიცხა. თუმცა, ტრასნფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ არუნა კონე სექტემბრამდე ტრავმის მოშუშებას ვერ მოასწრებს.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, გუნდები კი ბოლო შენაძენებს ანხორციელებენ.

შურლე ჩელსის არ დატოვებს

“ჩელსის” ფორვარდმა ანდრე შურლემ განცხადა, რომ ლონდონურ კლუბს არ დატოვებს.

“ჩელსიში” ბედნიერი ვარ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მე თამაში მსურს” – განაცადა გერმანელმა.

მილანი ჯემაილის არ ეშვება

“მილანი” “ნაპოლიდან” ბლერიმ ჯემაილის შეძენას ცდილობს. მილანურ კლუბში გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს, რომელიც სხვა წინადადებებზე უარს ამბობს. თუმცა, ტრანსფერს ფეხბურთელის ფასი ართულებს, რომელზეც კლუბები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

ტოტენჰემმა შნეიდერლინი 21 მილიონად ვერ იყიდა

“საუთჰემპტონმა” შნეიდერლინის გადაბირებასთან დაკავშირებით “ტოტენჰემის” წინადადებაზე უარი განაცხადა. რონალდ კუმანის განცხადებით, “საუთჰემპტონი” ფეხბურთელი შენარჩუნებას აპირებს.

ბენფიკას კარნეზისი არ სჭირდება

ლისაბონის “ბენფიკამ” საბერძნეთის ნაკრების და “უდინეზეს” მეკარის ორესტის კარნეზისის ყიდვა გადაიფიქრა. აღნიშნული გადაწყვეტილება პორტუგალიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მიიღო.

რიისე ასტონ ვილას ელაპარაკება

გამოცდილი ნორვეგიელი მცველი იონ არნე რიისე მოლაპარაკებებს ბირმიგემის “ასტონ ვილასტან” აწარმოებს. 33 წლის თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელმა ინფორმაცია თავად დაადასტურა.

ევროპის ტოპ 10 ტრანსფერი

ევროპაში ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ჩვენი საიტი მომხდარი ცვლილებების საუკეთსო ათეულს გთავაზობთ. 

 

ხუან მატა

“ჩელსი” – “მანჩესტერი” € 44,7 მილიონი 

“ჩელსიში” მოურინიოს მოსვლასთან ერთად მატამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობელმის მოგვარების საუკეთესო გადაწყვეტილება ტრანსფერი აღმოჩნდა. მატა მანჩესტერში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივი “იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. როგორც წესი, ერთი გრანდინდან მეორეში ფეხბურთელის გადასვლა დიდ ხმაურს იწვევს. თუმცა, მატას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ესპანელი ჩელსის ფანებს მშვიდობიანად დაემშვიდობა, მანჩესტერში კი მას ასპლოდისმენტებით დახვდნენ.

 

ნემანია მატიჩი

“ბენფიკა” – “ჩელსი” € 25 მილიონი

იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონური კლუბის ბოსებმა სამი წლის წინ მატიჩი “ბენფიკაში” 5 მილიონად გაყიდეს და ახალ 25 გადაიხადეს, ფინანსურად მომგებიანს ამ ტრანსფერს ვერ ჩავთვლით. საფეხბურთ თვალსაზრისით კი, მატიჩი, რომელმაც გასულ სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა, “ჩელსის” აუცილებლად გააძლიერებს. ახალგაზრდა სერბზე მოურინიო დიდ იმედებს ამყარებს.

 

დიეგო

“ვოლფსბურგი” – “ატლეტიკო” € 1,5 მილიონი (იჯარა)

ესპანეთში ხმაურინ ტრანსფერებს არ ელოდნენ, თუმცა ერთ რეზონანსული მოვლენა მაინც მოხდა. “ვოლფსბურგელმა” დიეგო მადრიდის “ატლეტიკოს” მაისურა მოირგო. აღსანიშნავია, რომ “ვისენტე კალდერონზე” ბრაზლიელს უკვე უთამაშია. 2011/12 წლების სეზონში დიეგომ “ატლეტიკოსთან” ერთად ევორპის ლიგაც მოიგო.

 

ერნანესი

“ლაციო” – “ინტერი”

ბრაზილიელის ტრანსფერი იტალიის ყველაზე ხმაურიან ამბად იქცა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, “ლაციოს” პრეზიდენტმა ერნანესის შენარჩუნება ვერ მოახერხა. სატრანსფერორ ბაზრის უკანასკნელ დღეს “არწივების” ლიდერმა “ინტერის” შეთავაზებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ტრანსფერი ოფიციალური თანხა არ სახელდება, თუმცა იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, “ინტერს” ერნანდესი 13 მილიონი დაუჯდა.
ფეხბურთელმა მილანურ კლუბთან 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით, წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

 

პაბლო ოსვალდო

“საუთჰემპტონი” – “იუვენტუსი” იჯარა

პაბლო ოსვალდო იტალიაში სეზონის ბოლომდე დასრულდა და “იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. გუარინი-ვუჩინიჩის ჩაშლილი ბარტერის შემდეგ, ტურინელებმა არჩევანი ოსვალდოზე შეაჩერეს. ოსვალდოს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს, მაგრამ თუ ამას მოახერხებს, ტურინელები გამოსყიდვის უპირატესობით აუცილებლად ისარგებლებს.

 

კეისუკე ჰონდა

“ცსკა” – “მილანი”

იაპონელის “მილანში” გადასვლა მოსალოდნელი ამბავი იყო. იტალირუი კლუბის მთავარი პრობლემა ცსკა-სთან ფასზე შეთანხმება იყო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რაომ ჰონდა თავისუფალი აგენტი გახდა და “მილანმა” ფეხბურთელი უფასოდ მიიღო.

 

მაიკლ ესიენი

“ჩელსი” – “მილანი”

მილანის კიდევ ერთი შენაძენი მაიკლ ესიენია. თუმცა, ნახევარმცველის ტრასნფერი ჩაშლის პირას იყო მისული. განელმა სამედიცინო შემოწმება მეორე ცდიდან გაიარა. თუმცა, ტრანსფერს თავისი პლიუსებიც ჰქონდა. “მილანმა” ფეხბურთელი უფასოდ მიიღო. ესიენის კონტრაქტი 2015 წლის 30 ივლისამდეა გათვლილი.

 

დიმიტარ ბერბატოვი

“ფულემი” – “მონაკო” იჯარა

რადამელ ფალკასო მძიმე ტრავმის გამო, “მონაკომ” ახალი ფორვარდის ძებნა დაიწყო და სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ლონდონის “ფულემიდან” დიმიტარ ბერბატოვი ინათხოვრა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბულგარელმა 19 მატჩი ჩაატარა 5 გოლი გატანა მოახერხა.

 

იოან კაბაი

“ნიუკასლი” – “პსჟ” 

“ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება ბევრ ტოპ-კლუბს სურდა, თუმცა საბოლოოდ 28 წლის ფეხურთელი პარიზში აღმოჩნდა. ტრანსფერის თანხა ოფიციალურად არ ხმაურდება, თუმცა პოპულარული გამოცემა Transfermarkt-ი ფეხბურთელ 20 მილიონ ევროდ აფასებს.

 

მოჰამედ სალახი

“ბაზელი” – “ჩელსი”  € 13,2 მილიონი

21 წლის ფეხბურთელი იანვრის ბოლოს შვეიცარული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რამოდენიმე საათში კი ეგვიპტელმა “ჩელსისთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ სეზონში სალახმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ 10-დან 2 გოლი, ეგვიპტელმა სწორედ “ჩელსის” კარში შეაგდო.