იტალიური “მილანის” მოროკოელი ფეხბურთელი, ადელ ტაარაბტი იმედოვნებს, რომ ის “როსონერიში” დიდი ხნით დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, 24 წლის შემტევი “ქუინს პარკ რეინჯერსის” ღირსებაა და “შავ-წითლებში” იჯარით იმყოფება.
“ჩემი წინა კლუბებისა და “მილანის” შედარება, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. “როსონერი” უდიდესი კლუბია. ვფიქრობ, ადაპტაციის პროცესმა მალევე და რაც მთავარია, კარგად ჩაიარა. “მილანში” შანსი მომეცა იმისა, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები მშვენივრად წარმომეჩინა. იმედი მაქვს, აქ დიდი ხნით დავრჩები”, – ამბობს ტაარაბტი.