სავარაუდოდ საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული, სერბი მეკარე, ბოიან პავლოვიჩი იქნება. 27 წლის კიპერი ბოლოს ბელგრადის “ოფკ”-ში თამაშობდა. მანამდე კი, ისრაელის “ჰაპოელ აშკერონის”, აზერბაიჯანული “ყარაბახის” და სერბული ფეხბურთის გრანდის, “ცრვენა ზვეზდას” ღირსება დაუცავს.
საინტერესოა, რომ პავლოვიჩს ერთი შეხვედრა თბილისშიც აქვს ჩატარებული. 2009/10 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფარგლებში გამართულ დინამოს – ცრვენა ზვეზდას მატჩში, სერბების კარს სწორედ პავლოვიჩი იცავდა.
შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” ომარ მიგინეიშვილის სახით მეკარე უკვე შეიძინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ “დინამოს” და “ტორპედოს” ყოფილ კიპერს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება არ აქვს ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისი მესამე კლუბია.