“იუვენტუსი” სტროტმანის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები კევინ სტროტმანის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებენ და “რომას” ახალი წინადადებითაც მიმართეს – “ბებერი ქალბატონი” ჰოლანდიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის.

მიუხედავად იმისა, რომ “ბიანკონერიმ” უკვე მიიღო უარი “მგლებისაგან”, ტურინელთა თავკაცი დარწმუნებულია, რომ კევინის გადაბირებას მაინც შეძლებს და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთამდე აპირებს ბრძოლას.

გეტყვით იმასაც, რომ სტროტმანის გამოსასყიდი თანხა სწორედ 45 მილიონს შეადგენს, თუმცა კონტრაქტის ეს პუნქტი მომავალ ზაფხულს აქტიურდება. ასე რომ, ყველაფერი “რომაელთა” სურვილზეა დამოკიდებული.

ვან გაალს სტოოტმანი სჭირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის პრიორიტეტულ სამიზნეს “რომას” ცენტრალური ნახევარმცველი, კევინ სტროოტმანი წარმოადგენს.

ვან გაალის დანიშვნის შემდეგ ხმები გავრცელდა, რომ ჰოლანდიელმა ტონი კროოსისა და ცესკ ფაბრეგასის ტრანფერები დაბლოკა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრს გამაგრება არ სჭირდება.

Daily Express – ის ცნობით ვან გაალს თავისი ნაკრების წევრის, კევინ სტროოტმანის გადმობირება სურს, რომელიც რომამ ერთი წლის წინ “პსვ”- სგან 16 მლნ. ფუნტად შეიძინა.

კევინსდა სამწუხაროდ ის ნაკრებს ბრაზილიაში არ გაჰყვება – ჯერ კიდევ 24 მარტს კევინმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეს გამოტოვებს.

ხმების თანახმად ლუი ვან გაალი მზადაა 25 მლნ. ფუნტი გაიღოს სტროოტმანის სანაცვლოდ, რომელიც რობინ ვან პერსის ახლო მეგობარი გახლავთ.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/

რომა მანჩესტერ იუნაიტედს სტროტმანში € 40 მილიონს სთხოვს

როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა დევიდ მოიესმა რომას ჰოლანდიელი ვარსკვლავის კევინ სტროტმანის სანაცვლოდ იანვარში €25 მილიონი შესთავაზა,მაგრამ რომა ამ წინადადებას არ დათანხმდა და „ემ იუს„ სტროტმანის სანაცვლოდ € 40 მილიონი მოსთხოვა.

კევინ სტროტმანის გასაოცარი გოლი “ნაპოლის” კარში

5 თებერვალს იტალიის თასზე, “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ მატჩში (3:2), “ჯალოროსის” ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა გასაოცარი გოლი გაიტანა.