პრო ლიცენზიის მორიგ მოდულს ბელგიელი სპეციალისტი ჩაატარებს

უკვე გაუწყეთ, რომ თბილისში რამდენიმე დღით იმყოფებოდა ფიზმომზადების ფრანგი სპეციალისტი ლოიკ ბორიე,რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის უეფას კურატორმაფრანსუა დომერგმა მოავლინა. ბორიემ უკვე დატოვა საქართველო, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამდღეებში კვლავ ელიან სტუმარს. მიმღები მხარე ამჯერად მწვრთნელთა განათლების კომიტეტი, კერძოდ, მისიხელმძღვანელი გაიოზ დარსაძეა, რომელიც ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის მწვრთნელთა განათლების დირექტორს კრისვან დერ ჰაეგენს უმასპინძლებს. ბელგია, მწვრთნელთა განათლების კუთხით, სამართლიანად სარგებლობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის რეპუტაციით. ბელგიელი სპეციალისტი სწორედ გაიოზ დარსაძესთან ერთადუხელმძღვანელებს პრო ლიცენზიის კურსების მორიგი მოდულის ჩატარებას. საქმეში ჩახედული ხალხისთვის კურსების(რომელსაც 15 წამყვანი ქართველი სპეციალისტი დაესწრება) მნიშვნელობაზე საუბარი, ალბათ, ზედმეტია. მხოლოდშეგახსენებთ, რომ პრო ლიცენზია უეფას სამწვრთნელო განათლების უმაღლესი კატეგორიაა, რომლის მფლობელსაცევროპის ნებისმიერ კლუბში მუშაობის საშუალება ეძლევა. კურსები სულ 12 მოდულისგან შედგება.

ბელგიელი სტუმარი ჩაატარებს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ მეცადინეობებს. ბელგიის ფეხბურთი რომაღმავლობის გზაზეა, ეს მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატმაც დაადასტურა, როცა ბელგიელთა ნაკრები რვა საუკეთესოს შორისმოხვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მწვრთნელებისთვის უთუოდ საინტერესო იქნება ლექცია, რომელსაც ვან დერ ჰაეგენიწაიკითხავს თემაზე: ,,ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის განვლილი გზა და ქვეყნის ფეხბურთის განვითარების ხედვამომავალი 15 წლის განმავლობაში”.

სასწავლო მოდული, რომელსაც კრის ვან დერ ჰაეგენი გაიოზ დარსაძესთან ერთად წარმართავს, მოიცავს გუნდის შეტევასდა შეტევის დროს მოთამაშეთა წყობა-განლაგებას. პრო ლიცენზიის მსმენელებს პროგრამის უმეტესი ნაწილი უკვეგავლილი აქვთ და შეტევის მოდულის შემდეგ მეკარის და კლუბში ვიზიტის კომპონენტები დარჩებათ. საინტერესოა, რომმწვრთნელთა ნაწილი უკვე იყომივლინებულიბელგიურ გენკში, გენტში, ანდერლეხტსა და შარლერუაში, ნაწილიც –რომასა და ლაციოში. ხოლო მათ, ვისაც ეს მოდული ჯერ არ გაუვლია, სავარაუდოდ, ელით მიმზიდველი ვიზიტიმადრიდის რეალში. დაგვეთანხმებით, სამეფო კლუბის სამწვრთნელო გამოცდილების გაცნობა მართლაც ძალიანსაინტერესო პერსპექტივაა. გეგმის მიხედვით, სალიცენზიო შეფასება და გამოცდები აპრილის ბოლოს გაიმართება.ამრიგად, პრო ლიცენზიის პირველ მფლობელთა ვინაობას ფეხბურთის ფედერაციის მწვერთნელთა განათლების კომიტეტიმაისის პირველ რიცხვებში დაასახელებს.

gff.ge

პირველად საქართველოში – მწვრთნელთა PRO ლიცენზიის კურსი იწყება

UEFA-ს უშუალო კოორდინაციითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჩვენს ქვეყანაში UEFA-ს PROლიცენზიის კურსი იწყება.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებაში. განაცხადები მიიღება 16 თებერვლამდე.

საჭირო საბუთები:

1)   CV – ყველა საკონტაქტო დეტალით (ტელეფონი, e-mail, მისამართი)

2)   UEFA-ს ლიცენზიის ასლი

3)   უმაღლეს საფეხბურთო დონეზე სამწვრთნელო გამოცდილების მიღების დამადასტურებელი საბუთი UEFA-ს ლიცენზიის მიღების შემდეგ; მინიმუმ 1 წლის ვადით.

4)   ეროვნული პასპორტის მთავარი გვერდის ქსეროასლი

5)   პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6)   4 ბიომეტრიული ფოტოსურათი

7)   ჯანმრთელობის ცნობა

ასევე, საჭიროა ყველა ჩამოთვლილი საბუთის ელექტრონული ვერსია. რაც შეეხება განაცხადის ფორმას, კანდიდატს მისი შევსება შეუძლია სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში.

აუცილებელ მოთხოვნებს შორის, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ის, რომ კანდიდატს ესმოდეს ქართული ენა და ამავე დროს, აკმაყოფილებდეს რუსული ან ინგლისური ენის ცოდნის მინიმალურ დონეს.

საბოლოოდ, შეირჩევა 15 კანდიდატი. შერჩევისას კი, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც სფფ-ისა და UEFA-ს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან უფრო ახლოს იქნებიან.

განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში, მიმღები კომისია, სწორედ, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე დაადგენს კანდიდატების ვინაობას.

PRO ლიცენზიის კურსი დაიწყება 27 თებერვლიდან; სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ და 2015 წლის გაზაფხულის ჩათვლით, სულ 11 ეტაპად გაიმართება.

კურსის განმავლობაში, კანდიდატები „ბასაზე“ იცხოვრებენ. თეორიულის გარდა, იქვე გაიმართება პრაქტიკული მეცადინეობებიც. კურსის ჩასატარებლად, თბილისში ჩამოვლენ UEFA-ს უცხოელი ინსტრუქტორები ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან. იგეგმება UEFA-ს მაღალჩინოსნების ვიზიტიც.

ამასთან, კურსის მიმდინარეობისას, იგეგმება კანდიდატების სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში და 5-კაციანი ჯგუფების ვიზიტები ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში; გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების მიზნით.

კურსის დაწყებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ, დაწვრილებით ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერს – ვაკო დარსაძეს. ტელ:599 360087

სფფ-ის პრესსამსახური