სანდრო როსელს „ნეიმარის საქმეზე“ მოუწევს პასუხების გაცემა

„ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტ სანდრო როსელს მალე მეორე სარჩელზე მოუხდება პასუხების გაცემა. ამჯერად საქმე „ნეიმარის საქმეს“ შეეხება. ესპანური პრესის ცნობით, ქვეყნის სახელგანთქმულმა პროფკავშირმა Manos Limpias-მა („სუფთა ხელები“) სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ როსელის წინააღმდეგ საკუთარი სარჩელი შეეტანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს საქმე ესპანეთის ყველა მოქალაქეს ეხება.

მანამდე ამავე საქმეზე როსელის წინააღმდეგ სარჩელი „ბარსელონას“ წევრმა ჟორდი კასესმა შეიტანა, თუმცა „სუფთა ხელებში“ თვლიან, რომ აღნიშნული საქმის ხელმეორედ გარჩევა როსელის დანაშაულს დაამტკიცბს. მეორე სარჩელს უახლოეს დღეებში წარადგენენ.