რიკარდო ალვარესი 1 თვეს გამოტოვებს

,,ინტერისა” და არგენტინის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა რიკარდო ალვარესმა დაზიანება ერთი კვირის წინ მიიღო. თავდაპირველად ,,ინტერის” ექიმებს სჯეროდათ, რომ ალვარესი რამოდენიმე დღეს გამოტოვეს, მაგრამ ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.

იტალიური პრესის ცნობით, სამედიცინო შემოწმების დროს კუნთის ძალიან რთული დაზიანება იპოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რიკარდო დაახლოებით ერთი თვე ვეღარ ითამაშებს.

სერია A-ს ამ სეზონში რიკარდო 20-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.