მიუნხენგლადბახის “ბორუსია”: რაფაელს ტრავმამ შეახსენა თავი

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუნდის ფორვარდს, ბრაზილიელ რაფაელს ტრავმამ შეახსენა თვი.

შეგახსენებთ, რომ გერმანელთა ფორვარდი “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, რის მიზეზადაც მარცხენა ფეხის მყესების დაზიანება სახელდება.

მიუხედავად იმისა, რომ რაფაელმა უკვე ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენი ხნით დააკლდება ის “ბორუსიას”.

“მანჩესტერ სიტი” და “გლადბახის ბორუსია” სოციალურ ქსელში წაკინკლავდნენ

“ბორუსია მიუნხენგლადბახმა” “მანჩესტერ სიტისთან” “სოციალური ომი” წამოიწყო, მას შემდეგ, რაც გერმანულმა კლუბმა მათი ერთ-ერთი მწვრთნელი ჯო ჰარტს შეადარა.

მარკუს მიულერს (ფიტნეს მწვრთნელს) გერმანელთა ვარჯიშზე კარში მოუწია ჩადგომა, რადგანაც გუნდს ძირითადი მეკარე აკლდა. მარკუსმა საკმაოდ კარგი სეივი განახორციელა, რაც “გლადბახმა” შემდეგნაირად შეაფასა: “არც ისე ცუდი სეივია, მარკუს! პრაქტიკულად ჯო ჰარტი ხარ, ოღონდ წვერით და იმის გამოკლებით, რომ ბურთი კარში არ შესულა.”

გერმანელთა ამ პოსტს ინგლისელებმა იმ ვიდეოთი უპასუხეს, სადაც ჯო ჰარტი “გლადბახის” ფეხბურტელის მიერ დარტყმულ პენალტს იგერიებს – “კარგი სეივია ! ამაზე რას იტყვით? კარში არც ეს შესულა …”