როჯერსი: “სტერლინგი პრემიერლიგის საუკეთესო ვინგერია”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “არსენალთან” მოგებული მატჩის შემდეგ (5:1) განაცხადა, რომ დარწმუნებულია მისი გუნდის საჩემპიონო ამბიციებში. ასევე “ლივერპულის” თავკაცმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი, რახიმ სტერლინგი შეაქო.

“ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მაღალი ადგილის მოპოვება. ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ.

სტერლინგი 19 წლის ახლახანს გახდა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ის ინგლისურ პრემიერლიგაში საუკეთესო ვინგერია” – განაცხადა როჯერსმა.