სტროტმანი: “ევროპის ყველა კლუბი ცდილობდა რაჯას გადაბირებას”

კევინ სტროტმანმა პრესასთან საუბრისას “რომას” სატრანსფერო პოლიტიკა შეაქო მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მუჰამედ სალაჰის, ანტონიო რუდიგერისა და ლეანდრო პარადესის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

“ბედნიერი ვარ, რომ ნაინგოლანი და დანიელე დე როსი მომავალ სეზონშიც “რომაში” ითამაშებენ. დე როსი ჩვენი კაპიტანია, რაჯას გადაბირება კი ევროპის ყველა კლუბს უნდოდა, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა, რაც ძალიან მახარებს.

საბოლოო ჯამში, “რომას” უფროსებმა ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს მათი შენარჩუნებით, ჩვენი გუნდი ახალ სეზონს უფრო ძლიერი შეხვდება,” – აცხადებს სტროტმანი.

“რომამ” “მანჩესტერს” სტროტმანზე უარი უთხრა

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედი” “რომადან” კევის სტროტმანის შეძენას ცდილობდა.

მანჩესტერელები 23 წლის ნახევარმცველში 25 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა იტალიური კლუბისგან უარი მიიღებს.

ამასთან ერთად, “რომას” ბოსებმა “მანჩსტერს” ისიც უთხრეს, რომ სტროტმანს 40 მილიონადაც არ შეელეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ზაფხულში სტროტმანი “რომაში” პსვ-დან 19 მილონად ევროდა გადავიდა.