“ქუინს პარკი” სტერლინგის ტრანსფერში თითქმის 10 მილიონს მიიღებს

“ქუინს პარკ რეინჯერსს” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერში კარგი ფულის მიღება შეეძლება.

რაჰიმი ლონდონის აკადემიიდან “ლივერპულში” 15 წლის ასაკში, 500 ათას ფუნტად გადავიდა.

მაგრამ, თავის დროზე “ქპრ”-მ სტერლინგის კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლის თანახმადაც ტრანსფერის 20% მის თავდაპირველ კლუბს ეკუთვნის.

ამდენად, 49 მილიონი ფუნტიდან, 9.8 მილიონს 19 წლის ფეხბურთელის თავდაპირველი გუნდი მიიღებს.

“მანჩესტერ სიტი”: 63 მილიონი ევრო სტერლინგისთვის

“ქალაქელებმა” გააკეთეს ბოლო შეთავაზება ინგლისელი ნახევარმცველის ტრანსფერისთვის.

goal.com-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” რაჰიმ სტერლინგში 56 მილიონს(7მილიონი ბონუსი) იხდის, რომელზეც აღარ აპირებს თანხის მომატებას.

ასევე, რაჰიმ სტერლინგმა “ლივერპულის” ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ მასაც სწორედ ამ გუნდში გადასვლა სურს.

როგორც ბოლოს იყო ცნობილი, მერსისაიული გუნდი 70 მილიონზე ევროზე ნაკლებად არ აპირებდა 20 წლის შემტევის გაშვებას.

“სიტიმ” “ლივერპულს” 40 მილიონი მილიონი შესთავაზა

“მოქალაქეები” კვლავ ცდილობენ “ლივერპულის” შემტევის გაფორმებას.

Sky Sports-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ” კვლავ განაახლა შეთავაზება რაჰიმ სტერლინგის თაობაზე, ამჟამად 40 მილიონით.

გასულ კვირას, “ლივერპულმა” მტრის ბანაკიდან წამოსული 25 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა. მიზეზი არასასურველი ფასია.

ფეხბურთელი, რომლითაც “ჩელსი”, “მან.სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი” ინტერესდებიან, “ენფილდზე” განაცხადეს, რომ 50 მილიონზე ნაკლებად არ შეელევიან.

“ლივერპულის” უარი “სიტის” 30 მილიონზე

“ლივერპულმა” რაჰიმ სტერლინგის თაობაზე “მანჩესტერ სიტი” შეთავაზებას უარით უპასუხა.

მანჩესტერელები მერსისაიდელებს ინგლისის ნაკრების მოთამაშის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქას სთავაზობდნენ.

ინგლისური პრესის ცნობით, “ლივერპული” ფეხბურთელში 50 მილიონს ითხოვს და ნაკლებ თანხად მის გაშვებას არ აპირებს.

“ლივერპული” სტერლინგს “მანჩესტერში” არ გაყიდის

პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ლივერპულის” ნახევარმცველით, რაჰიმ სტერლინგით “მანჩესტერი” დაინტერესდა, თუმცა მერსისაიდელები 20 წლის ფეხბურთელის მანჩესტერულ კლუბში გაყიდვას არ აპირებენ.

უკანასკნელად “ლივერპულიდან” “მანჩესტერში” ტრანსფერი 1938 წელს დაფიქსირდა, როდესაც “იუნაიტედში” ალენბი ჩილტონი გადავიდა.

მანჩესტერული გრანდის გარდა სტერლინგის მიმართ ინტერესს “სიტი”, “არსენალი” და “რეალი” იჩენენ.

5 საუკეთესო ფერადკანიანი ფეხბურთელი დღესდღეობით

Fanebi.Com 5 საუკეთესო ფერადკანიან ფეხბურთელს წარმოგიდგენთ, დღევანდელ ფეხბურთში.

5. მარსელო

Marcelo

4. დავიდ ალაბა

David Alaba

3. რაჰიმ სტერლინგი

Raheem Sterling

2. პოლ პოგბა
pogba

1. იაია ტურე

Yaya Toure

“ბაიერნის” გადაწყვეტილება და სტერლინგის ბუნდოვანი მომავალი

Bild-ის ცნობით რაჰიმ სტერლინგის აგენტთან შეხვედრის შემდეგ “ბაიერნის” ხელმძრავნელობამ ინგლისელი მოთამაშის შეძენა გადაიფიქრა.

აქედან გამომდინარე “ლივერპულმა” შესაძლოა მადრიდის “რეალის” წინადადება მიიღოს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “სამეფო კლუბს” “წითლების” ყოფილი დამრიგებელი, რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს.

ამავდროულად “ბაიერნი” სხვა შემტევებზე გადაერთო და ინერესს ანტუან გრიზმანისა და ანხელ დი მარიასადმი იჩენს.

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

The Mirror-ის ინფორმაციით, რაფაელ ბენიტესი მადრიდის “რეალში” მისვლის შემთხვევაში, პირველ ტრანსფერად რაჰიმ სტერლინგის გაფორმებას ეცდება.

ბენიტესი დღეს ოფიციალურად დაემშვიდობა “ნაპოლის”, მაგრამ არაა ცნობილი “სამეფო გუნდის” მწვრთნელის ვინაობა.

რაჰიმ სტერლინგი, რომელიც ამ ზაფხულში აუცილებლად დატოვებს “ლივერპულს”, ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც ყველაზე მეტს გადაუხდის. ალბათ, ამ საკითხში “რეალი” საუკეთესო იქნება.

მერსისაიდელებს კვლავ აკავშირებთ რაჰიმთან კონტრაქტი, მაგრამ გარდაუვალია: თუ მათ 20 წლის შემტევის სანაცვლოდ დიდ ფულს შესთავაზებენ, ისინი ინგლისელს გამოეთხოვებიან.

The Mirror-მა აღნიშნა ისიც, რომ ბენიტესი და სტერლინგი უკვე იცნობენ ერთმანეთს. “ქპრ”-ში ინგლისელი სწორედ ესპანელის აღმოჩენილია.

სტერლინგი “ლივერპულის” შეცვლას ლონდონით აპირებს

“ლივერპულის” ნახევარმცველს კარიერის გაგრძელება ლონდონის “არსენალში” სურს.

მერსისაიდელთა ხელმძღვანელობა და რაჰიმ სტერლინგი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. პრობლემა ხელფასშია.

მოთამაშე უკვე დიდი ხანია სამუშაო ადგილის შესაცვლელად მზადაა. 20 წლის შემტევმა მის აგენტს ლონდონში სახლის მოძებნაც კი დაავალა. Daily Star-ის თანახმად, სტერლინგს მუშაობა არსენ ვენგერთან სურს.

“მეთოფეთა” მსგავსად, რაჰიმით “მანჩესტერ სიტიც” ინტერესდება, რომელიც “წითლების” ლიდერში 63 მილიონ ევროდ იხდის.

მიმდინარე სეზონში, რაჰიმ სტერლინგმა 52 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 8 საგოლე პასი.

პელეგრინი: “სტერლინგის დონის მოთამაშე ნებისმიერ კლუბს აინტერესებს”

“მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. ჩილელმა მწვრთნელმა მისთვის ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

“ჭორებზე საუბარი არ მსურს. უბრალოდ, ყოველთვის არიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლეთა გადაბირებაც ნებისმიერ კლუბს სურს. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ჩვენი მიზანი სეზონის დასრულებაა, შემდეგ კი განვიხილავთ თუ ვის შეუძლია “მანჩესტერ სიტის” გაძლიერება” – განაცხადა პელეგრინიმ.

 

 

როჯერსი სტერლინგის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მერსესაიდულ კლუბში იმ შემთხვევაშიც არ დარჩება, თუ მას ხელფასის სახით კვირაში 900 ათას ფუნტს შესთავაზებენ.

„რთულია იმაზე საუბარი, რასაც სხვები ამბობენ. სტერლინგთან შეხვედრები კლუბის შიდა საქმეა. მასთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით გვაკავშირებს. იმედია, მას ამის შესახებ ახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში სტერლინგთან მოლაპარაკება გვექნება.

არამგონია, რაჰიმი აქ ბედნიერი არ იყოს. თუ ის მზად იქნება, კვირას აუცილებლად ითამაშებს. შექმნილი სიტუაცია მისსადმი კარგ დამოკიდებულებას არ მიცვლის. ყველანაირი მსგავსი საქმე ჩვენ შორის რჩება“, – ციტირებს როჯესს Goal.com-ი.

სტერლინგის აგენტი: “რაჰიმი ლივერპულში კვირაში 900 ათასს ფუნტადაც არ დარჩება”

რაჰიმ სტერლინგის აგენტი დარწმუნებულია, რომ მის კლიენტს სამუშაო ადგილის გამოცვლა სურს.

ბევრმა ექსპერტმა და მოქმედმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა სტერლინგი მისი პოზიციის გამო. 20 წლის შემტევი არ აწერს ხელს “ლივერპულის” მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს. ინგლისელმა კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

“არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ გუნდის პიარ-მენეჯერები. რაჰიმი არ დათანხმდება არც 700, არც 800 და არც 900 ათასიან კონტრაქტს. ის არ გააფორმებს ხელშეკრულებას,”-ამბობს ეიდი უორდი.

ხელშეკრულება 20 წლის წინახაზელს 2017 წელს ეწურება და გუნდს შეუძლია, ერთი წელი გააჩეროს, მაგრამ ამ სიტუაციაში “ლივერპული” ეცდება, რაჰიმი ზაფხულში მაღალ ფასში გაყიდოს.