“ვესტ ბრომვიჩი” მზადაა, შნეიდერლინში 18 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლინი “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზე მოურინიოს გამოჩენის შემდეგ, ფრანგ ნახევარმცველს საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა. მან პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

რამდენადაც იანვარში მისი “წითელი ეშმაკების” რიგებიდან გასვლა ძალზედ მოსალოდნელია, “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ახლავე შეეთავაზებინებინათ 18 მილიონი ფუნტი მის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მორგანს გარკვეული დროის მანძილზე მერსესაიდულ “ევერტონთანაც” აკავშირებდნენ.

ინტერი ვიდიჩს ამ ზაფხულს იყიდის

ინტერის სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ დაადასტურა, რომ კლუბი ამ ზაფხულს მანჩესტერის მცველის ნემანია ვიდიჩის შეძენას შეეცდება.

თავის მხრივ ვიდიჩმა მიიღო გადაწყვეტილება “წითელი ეშმაკების” დატოვების თაობაზე და არ არის წინააღმდეგი განიხილოს ინტერის შემოთავაზება.

“ვიდიჩი ძალიან გამოცდილი და კარგი მცველია, რომელსაც კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ამ მართლაც დიდებული მცველის ხელში ჩასაგდებად. არ გვეშინია კონკურენციის, რადგან ვიცით, რომ მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული”-განაცხადა აუსილიომ.