ივიცა ოლიჩმა პეპ გვარდიოლა მკაცრად გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ივიცა ოლიჩმა ამჟამად ბავარიელთა ამჟამინდელ თავკაცი, პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა, რომელმაც ბოლო სამი წლის მანძილზე ერთხელაც ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.

“ზედიზედ სამი წელია, რაც გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან აგდებენ, “ბაიერნის” მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ეს სრული კრახია.”

როგორც იცით, “რეკორდმაისტერი” ბოლოს “ატლეტიკომ” გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. ოლიჩმა მათი მოქმედებებიც შეაფასა: “მართალია, რომ “ატლეტიკო” ანტიფეხბურთს თამაშობს, თუმცა მათ ზუსტად იცოდნენ, თუ რა სჭირდებოდათ.

ჭადრაკის ამ პარტიაში, დიეგო სიმეონეს ყველა სვლა სწორი იყო, გვარდიოლა კი საკუთარ ფილოსოფიაში აიბლანდა. გვარდიოლამ თავისი მისია ვერ შეასრულა.”

ოლიჩი “ჰამბურგს” დაუბრუნდა

“ვოლფსბურგში” მოთამაშე ხორვატი ივიცა ოლიჩი “ჰამბურგს” დაუბრუნდა, რომლის ღირსებას 2007-2009 წლებში იცავდა.

“ჰამბურგის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მხარეები კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს. კარიერის დასრულების შემდეგ კი ოლიჩი ახალგაზრდული გუნდის სტრუქტურაში დასაქმდება.

“ვოლფსუბრგის” შემადგენლობაში ოლიჩი 2012 წლიდან თამაშობდა და 94 შეხვედრაში ფორვარდმა 33 გოლის გატანა შეძლო. 35 წლის ფეხბურთელმა “ჰამბურგში” 8-ნომრიანი მაისური მიიღო.

 

ოლიჩმა “ვოლფსბურგთან” გაახანგრძლივა

ივიცა ოლიჩმა “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ხორვატი ფორვარდი გერმანული კლუბის ღირსებას 2016 წლამდე დაიცავს.

ოლიჩი “ვოლფსბურგის” რიგებში 2012 წელს, მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა. მას მერე ივიცამ 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში.

 

ოლიჩმა შესაძლოა ,,ვოლფსბურგი” დატოვოს

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 34 წლის ვეტერანი ახლოს იყო სტოკში გადასვლასთან, მაგრამ კლუბმა დატოვება გადაწყვიტა. ოლიჩს ისევ უნდა კლუბის შეცვლა.

,,მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა შემდეგ სეზონშიც ,,ვოლფსბურგში” ვითამაშო. უკვე მოლაპარაკება მაქვს დაწყებული რამოდენიმე კლუბთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით”. – განაცხადა ხორვატმა უცხოურ პრესასთან ინტერვიუში.

ბუნდესლიგის ამ სეზონში ივიცა ოლიჩმა ,,ვოლფსბურგის” მაისურით 20 მატჩი გამართა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.