“უიგანს” რესლერი უთავკაცებს

უეფას ოფიციალური საიტინს ცნობით, “უიგანის” ახალი მთავარი მწვრთნელი, “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფორვარდი, უვე რესლერი იქნება. 45 წლის რესლერმა ამ პოსტზე ოუენ კოილი შეცვალა, რომელმაც “უიგანი” კვირის დასაწყისში დატოვა.

ინგლისური “ჩემპიონშიპის” სატურნირო ცხრილში 16 ტურის შემდეგ “უიგანი” 22 ქულით  მე-14 ადგილზეა.

“უიგანი” ასევე უეფას ევროპის ლიგაშიც მონაწილეობს, სადაც ხუთი ტურის შემდეგ D ჯგუფში მესამე ადგილზეა 4 ქულით.

უვე რესლერ აქამდე მესამე დივიზიონში, “ბრეტფორდის” მწვრთნელი იყო. მანამდე კი ნორვეგიაში მუშაობა “ლილესტრემის”, “ვიკინგის” და “მიოლდეს” მთავარ მწვრთნელად.