ინგლისის ნაკრები 8 და 11 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვერდას გამართავს. ბრიტანელები ჯერ თავიანთ მოედანზე მალტას, შემდეგ სტუმრად სლოვენიას დაუპირისპირდებიან.
საგულისხმოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის მოვალეობის შემსრულებელმა, გარეთ საუთგეიტმა “ევერტონის” უკანახაზელი, ფილ იაგიელკა საბოლოოო განაცხადში არ შეიყვანა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 34 წლის ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აქვს.
გაირკვა, რომ იაგიელკა ორიდან ვერცერთ შეხვედრაში მიიღებს მონაწიელობას. “ევერტონის” ექიმების ცნობით, ფილი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება მოედანს.