“მანჩესტერ სიტი”: კომპანი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება “მანჩესტერ სიტის” ფანებისთვის. გუნდის კაპიტანმა, ვინსენტ კომპანიმ, ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა გასული წლის ნოემბერში, “კრისტალ პალასთან” შეხვედრაში მიიღო ტრავმა. ერთ-ერთ მომენტში კომპანი კლაუდიო ბრავოს შეეჯახა და მუხლის მყესი დაიზიანა.

31 წლის მცველი ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე. უცნობია, რომელი იქნება 2017 წლის სადებიუტო შეხვედრა ბელგიელისთვის.

აქვე გეტყვით, რომ, კომპანისთან ერთად, ლაზარეთიდან დაბრუნდნენ ლეროი სანე და ფერნანდო.

 

ფერნანდო: „მანჩესტერ სიტის“ „ჩელსის“ დამარცხება შეუძლია“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდომ „ჩელსისთან“ პრემიერლიგის 23-ე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, წინ ურთულესი მატჩი გველის, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქულათა სხვაობა შევამციროთ. ვიცით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „ჩელსის“ ორ ქულამდე მივუახლოვდებით.

ჟოზე მოურინიო ძალიან კარგი მწვრთნელია, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსია. მის კარიერიას მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი.

რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, თუმცა ამ შეხვედრის მოგება ნამდვილად შეგვიძლია“, – ციტირებს ფერნანდოს „ქალაქელთა“ ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, „ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

რა დაემართა ფერნანდოს “არსენალთან” მატჩში

“არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ შეხვედრაში მანჩესტერელთა ახალწვეულ ფერნანდოს კურიოზული რამ შეემთხვა.

ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.

 

მანჩესტერ სიტის მატუიდი სურს

“პსჟ”-ს 26 წლის ნახევარმცველი ბლეზ მატუიდიმ როგორც ჩანს მა“ნჩესტერ სიტი” ძალზედ დააინტერესა,მეტიც ქალაქელები ფერნანდოს ტრანსფერს შეეშვნენ და მატუიდიზე გადავიდნენ.

გავრცელებული ხმების თანახმად მატუიდი “პსჟ”-თან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს მაგრამ სიტი მასთან მოლაპარაკებებს მაინც დაიწყებს.

მიმდინარე სეზონში ბლეზმა 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.