“ბორუასიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სვენ ბენდერის და მარკო როისის გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელები მომდევნო ტურში “აინტრახტთან” გასამართ მატჩისთვის მწყობრში ივყენენ.
“რა თქმა უნდა არ გავრისკავთ, მაგრამ ბიჭების გაჩერებაც არ გვინდა. თუ ისინი ექიმებთან ერთად გადაწყვეტენ, რომ მზად არინ, მე მათ მოედანზე გავიყვან” – განაცხადა კლოპმა.