კეიტას მხოლოდ “იუვენტუსში” თამაში სურს

რომის “ლაციოს” თავდამსხმელი, კეიტა ბალდე დიაო, მხოლოდ და მხოლოდ, “იუვენტუსში” გადასვლის სურვილითაა შეპყრობილი. მას საკმაოდ კარგი გუნდებისგან აქვს შემოთავაზებები, თუმცა არცერთ მათგანს არ თანხმდება.

22 წლის სენეგალელმა გასულ სეზონში, სეირა ა-ში 16 გოლი გაიტანა. ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. კეიტას შეძენა “მილანს”, “ნაპოლის”, “მონაკოსა” და “ინტერს” სურთ. ისიც უნდა ითქვას, რომ თავდამსხმელს რომაულ კლუბთან კონტრატქი მომავლ ზაფხულში ეწურება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, “ლაციო” მას ამ ზაფხულზე გაყიდის, რათა ზარალს თავი აარიდოს.

საინტერესოა “იუვენტუსის” გეგმა, რომელმაც კეიტას მყარი პოზიციის შესახებ იცის და მასში, მხოლოდ და მხოლოდ, 15 მილიონ ევროს იხდის.

აქვე გეყვით, რომ 13 აგვისტოს “იუვე” და “ლაციო” ერთმანეთს იტალიის სუპერ თასზე დაუპირისპირდებიან.

პეპემ და სეიდუ კეიტამ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს (ვიდეო)

18 ივლისს, ავსტრალიაში მიმდინარე ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “რომა” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე ამოიწურა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც რომაელებმა გაიმარჯვეს.

პენალტების სერიის წინ, გუნდების კაპიტნებმა პეპემ და სეიდუ კეიტამ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. მოგეხსენებათ, ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აკავშირებს – ერთი წლის წინ, კეიტამ პეპეს წყლის ბოთლი ესროლა.

ჟერვინიომ კეიტა ხელის ერთი დარტყმით წააქცია (ვიდეო)

20 იანვარს, აფრიკის თასზე კოტდიუვარისა და გვინეის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), ჟერვინიომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ნაბი კეიტას ხელი დაარტყა, რის გამოც წითელი ბარათით დაისაჯა.

მომენტი, როცა პეპემ კეიტას “მაიმუნი” უწოდა

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ “რომასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა. რომაელთა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ პეპეს ხელი არ ჩამოართვა, რაზეც პორტუგალიელმა იმით უპასუხა, რომ მეტოქეს შეაფურთხა. საბოლოოდ, მალელმა მოთამაშემ “რეალის” მცველს ბოთლი ესროლა.

როგორც გაირკვა, პეპესა და კეიტას შორის დაპირისპირება პირველად არ ხდება. 2011 წელს, როცა სეიდუ “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, მაშინ პეპემ მას “მაიმუნი” უწოდა.

კეიტა: “პეპემ შემაფურთხა”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი სეიდუ კეიტა სოციალური ქსელ Twitter-ის საშუალებით მასსა და პეპეს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, “რეალსა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრაში კეიტამ პეპეს ბოთლი ესროლა.

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში მან “მაიმუნი” მიწოდა. მე მას ხელი არ ჩამოვართვი. პეპემ შემაფურთხა, შემდეგ კი ბოთლი ვესროლე. ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელის გამო”, – წერს კეიტა.

სეიდუ კეიტამ პეპეს ბოთლი ესროლა

30 ივლისს, მადრიდის “რეალსა” და “რომას” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ გულშემატკივარმა უსიამოვნო ეპიზოდი იხილა.

არავისთვისაა ახალი ის, რომ პეპესა და “რომას” ახალწვეულ სეიდუ კეიტას შორის კარგი ურთიერთობა არ სუფევს. 2011 წელს, როცა მალელი ნახევარმცველი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ერთ-ერთი “ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას, პეპემ მას “მაიმუნი” უწოდა.

დღეს, გამთენიისას, მაშინ როცა “რეალისა” და “რომას” ფეხბურთელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კეიტამ პეპეს ხელი არ ჩამოართვა. როგორც Fox-ის ჟურნალისტი იტყობინება, პეპემ ამის გამო კეიტას შეაფურთხა. ცხადია, ამან წყობიდან რომაელთა მოთამაშეც გამოიყვანა, რომელმაც პორტუგალიელ მცველს ბოთლი ესროლა.

სეიდუ კეიტა: “ბარსელონას” გამო, “რეალი” უარით გავისტუმრე”

ესპანური “ვალენსიას” ნახევარმცველი, სეიდუ კეიტა აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ, მან “რეალი” უარით გაისტუმრა, რის შემდეგაც კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მალელი ფეხბურთელი “ბლაგაურნაში” 2008 წელს, “სევილიადან” გადავიდა.

“ერთ დღეს, სანამ “ბარსელონაში” გადავიდოდი, “რეალში” გადასვლის შანსი მქონდა, მაგრამ ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ჩემით “ბარსელონაც” იყო დაინტერესებული, ამიტომ მადრიდელები უარით გავისტუმრე და კატალონიაში გადავბარგდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანიც გავაკეთე”, – ამბობს კეიტა.