მესი: “თუ “ბარსელონას” გულშემატკივრებს ჩემი წასვლა სურთ, წავალ”

კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი არგენტინაში ჩავიდა. სამშობლოში ჩასულ ფეხბურთელს აეროპორტში ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა.

მესიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ “ბარსელონას” გულშემატკივრებს” მისი გუნდიდან გაშვება სურთ, ის მათ სურვილს დააკმაყოფილებს.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონა” ჩემი სახლია, მაგრამ თუ გულშემატკივრებს ჩემი წასვლა სურთ, წავალ. როგორი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან? კარგი. ისინი მხარს მიჭერენ, მაგრამ სტადიონზე ჩემი მისამართით სტვენაც მესმის, ამიტომ ვამბობ: თუ გუნდიდან გაშვების ღირსი ვარ, წავალ”, – ამბობს მესი.

ფიგუ: ”ბარსელონაში” მე არ მაფასებდნენ”

პორტუგალიის ფეხბურთის ლეგენდამ , ლუიშ ფიგუმ, პასუხისმგებლობა მთლიანად ”ბარსელონას” დააკირსრა მის საკამათო 14-წლის წინანდელი ტრანსფერზე ”მადრიდის რეალში”

2000 წლის ზაფხულში,ფიგუმ ”კამპ ნოუზე” გატარებული 5 წლის შემდეგ , მოულოდნლად დათანხმდა ”სამეფო კუბში” გადასვლაზე. მისი ტრანსფერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთის ისტორიაში, და ასევე ყველაზე ძვირადღირებულიც იმ დროისთვის – 60 მილიონი ევრო.

”ბარსელონას” პრეზიდენტი ნუნესი ჩემს მიმართ არც თუ ის კარგად იყო განწყობილი, და ეს მე აღმაშფოთებდა” – ციტირებს ფიგუს სიტყვებს Sport.es-ი. “დრო გადიოდა, წყენა და სიბრაზე კი არა. კლუბი თვითონ იყო დამნაშავე რადგან არ მაფასებდა.”

მადრიდში ფიგუმ ასევე ხუთი სეზონი გაატარა , რომლის შემდეგაც მილანის ”ინტერში” გაემგზავრა , ფიგუმ ინტერშივე დაასრულა კარიერა 2009 წელს. პორტუგალიელის თქმით ”რეალთან” გამომშვიდებაც არც ისე ლამაზი გამოდგა.

”ფლორენტინო პერესს ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა თავის გუნდში. არ ვიცი რა მოხდა მერე , ერთ დღესაც აღმოვჩნდი სათადარიგოთა სკამზე. თან ისე რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ მოყოლია. უბრალოდ ჩემთვის უნდოდათ ზიანის მოყენება, ამის შემდეგ მე გადავწყვიტე გუნდიდან წასვლა”-თქვა პორტუგალიელმა.

”ოქროს ბურთის” მფობელ კრიშტიანუ რონალდუსა და 4 გზის ამავე პრიზის მფლობელ ლიონელ მესის შედარების დროს, ფიგუ გამოტყდა, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანის გაკეთება არ შეეძლო.

”მესსიც და რონალდუც  ფანტასტიკური ფეხბურთეები არიან , ჩემს გუნდში ორივეს ნახვას ვისურვებდი”.