5 საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც ამჟამად უმუშევარია

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ხუთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც ამჟამად უკლუბოდ იმყოფება.

5. ფელიქს მაგათი

5

4. მარტინ იოლი

4

3. ბერტ ვან მარვეიკი

3

2. ჩეზარე პრანდელი

2

1. ფრენკ რაიკაარდი

resize

“ფულემმა” ფელიქს მაგათი დაითხოვა

ინგლისური “ფულემის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფელიქს მაგათი გაათავისუფლა.

ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაიბარა, თუმცა გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. მაგათის მიერ დამოძღვრილმა “ფულემმა” ჩემპიონშიფიც წარუმატებლად დაიწყო — 7 მატჩიდან 6 მარცხით დაასრულა, 1 შეხვედრაში კი ფრეს მიაღწია. გუნდი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

“ფულემს” დროებით კიტ საიმონსი უთავკაცებს, რომელიც მანამდე კლუბის 21 წლამდელთა შემადგენლობას ხელმძღვანელობდა.

 

მაგათი: პრემიერლიგიდან გავარდნის მეშინია

“ფულემის” მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა განაცხადა, რომ პრემიერლიგიდან ადგილის შენარჩუნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“პირადად ჩემთვის “ფულემთან” ერთად პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება დიდი მიღწევა იქნება. ჩემი გაწვრთნილი გუნდი უმაღლესი ლიგიდან არასდროს არ გავარდნილა და გულახდილად რომ გითხრათ, ასეთი სიტუაცია მაშინებს.

ვფიქრობ, უკანასკნელ ტურებში ორი გამარჯვების მოპოვება საკმარისი იქნება. უახლოეს მატჩში სამი ქულა აუცილებლად გვესაჭიროება” – განაცხადა მაგათმა.

ოფიციალურად: „ფულემის“ თავკაცად ფელიქს მაგათი დაინიშნა

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი ლონდონის „ფულემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჰოლანდიელი რენე მიოლენსტენი შეცვალა.

მხარეებს შორის 18-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კარიერის განმავლობაში მაგათს ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა მიუნხენის „ბაიერნი“, ბრემენის „ვერდერი“, „ჰამბურგი“ და „ვოლფსბურგი“. სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო გერმანიის თასი. საინტერესოა, რომ მაგათი ინგლისის პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში პირველი გერმანელი მწვრთნელი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ „ფულემს“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი აქვს დაკავებული. 27-ე ტურში ლონდონური კლუბი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ ესტუმრება.

ბექა დოგრაშვილი