“ბარსელონა” თასის ფინალშია

ესპანეთის თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონამ” “ვილიარეალს” სტუმრად სძია და ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა.

კატალონიელებმა ანგარიში საკმაოდ სწრაფად, მე-3 წუთზე ნეიმარის გოლით გახსნეს. “ვილიარელმა” ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დოს სანტოსის გოლით გაათანაბრა და ტაიმის ფრედ დასრულებაც შეძლო, მაგრამ მეორე ნახევარში სუარესმა საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა. 88-ე წუთზე კი ნეიმარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო 1:3 დააფიქსირა, რაც ორი შეხვედრის ჯამში 2:6-ს ნიშნავდა კატალონიელთა სასარგებლოდ.

30 მაისს გასამართ ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონა” “ესპანიოლი” – “ბილბაოს” გამარჯვებულს შეხვდება.

“ბარსელონა” – “რეალი” (სასტარტო შემადგენლობები)

როგორც იცით, დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი დაიწყება.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ბარსელონა”: პინტო, ალვეში, ბარტრა, ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.

“რეალი”: კასილასი, რამოსი, პეპე, კოენტრაო, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია, ისკო, ბენზემა.

მარტინო: “თასის ფინალში კარს პინტო დაიცავს”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს თქმით, ესპანეთის თასისი ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კატალონიური კლუბის კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს.

“თავის დროზე უკვე ვთქვი, რომ თასის გათამაშებაში კარს პინტო დაიცავს, და ეს ფინალშიც ასე იქნება” – განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ფეხბურთის ორი გრანდის დაპირისპირება ვალენსიაში, სტადიონ “მესტალიაზე” 19 აპრილს გაიმართება.