“ბარსელონამ” “რეალის” რეკორდი დაამხო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “რაიო ვალეკანო” ანგარიშით 5:1 გაანადგურა.

ამ გამარჯვებით კატალონიური გუნდის წაუგებელმა სერიამ 35 მატჩს მიაღწია, რაც ესპანური გუნდებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. “ბლაუგრანამ” მადრიდის “რეალის” რეკორდი დაამახო. კერძოდ, “სამეფო კლუბმა” 1988-1889 წლების სეზონში წაუგებლად 34 შეხვედრა ჩაატარა.

“ბარსელონამ” ამ 35 მატჩიდან 29 გამარჯვებით დაასრულა, 6-ჯერ კი ფრედ ითამაშა, გაიტანა 107 და მიიღო 20 გოლი.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
27-ე ტური
“რაიო ვალეკანო” — “ბარსელონა” 1:5 (0:2)
გოლები: მანუშუ 57′ — რაკიტიჩი 22′, მესი 23′, 53′, 72′, არდა თურანი 86′.
გამოუყენებელი პენალტი: სუარესი 69′.
გაფრთხილებები: არდა თურანი 78′, ნეიმარი 87′.
გაძევებები: დიეგო ლორენტე 42′, იტურა 67′.

ამ სეზონში “ნოუ კამპზე” დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში “ბარსელონასა” და “რაიო ვალეკანოს” შორის გამართულ მატჩში (6:1) მიმდინარე სეზონში “ნოუ კამპზე” დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრას 87 151 მაყურებელი დაესწრო.

წინა რეკორდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ 10 დეკემბერს გამართულ მატჩში (3:1) დაფიქსირდა. მაშინ “ნოუ კამპზე” 82 570 მაყურებელი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” გუშინდელი მარცხით “ბარსელონამ” ისარგებლა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

 

„ატლეტიკმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 36-ე ტური „რაიო ვალეკანოსა“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ტრიბუნაზე შექმნილი არეულობის გამო 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საბოლოოდ კი, მატჩი ბასკების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ გამარჯვებით „ატლეტიკომ“ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილი გაინაღდა. ამ დროისთვის ბასკებს 68 ქულა აქვთ და მადევარ „სევილიას“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ანდალუსიელებს ბასკებთან ქულათა გათანაბრების თეორიული შანსი კი გააჩნიათ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში „ატლეტიკს“ უპირატესობა აქვს. ამრიგად, ბასკურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
26-ე ტური
„რაიო“ — „ატლეტიკი“ 0:3
გოლები: სან-ხოსე 20′ (0:1), დე მარკოსი 30′ (0:2), ერერა 74′ (0:3).
გაფრთხილებები: ლარივეი 45+4′, საული 46′, არბილია 50′, კაშტრუ 73′ — ადურისი 76′.

„ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვება, მესის რეკორდი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:0 გაანადგურა. ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა, კინკილა გოლები ადრიანო კორეას, ალექსის სანჩესის, პედრო როდრიგესისა და ნეიმარის ანგარიშზეა. სხვათა შორის, მესიმ რეკორდი დაამაყარა. მან საკლუბო კარიერაში 337-ე გოლი გაიტანა. ერთ გუნდში მიღწეული ასეთი წარმატება
ესპანეთში აქამდე არავის არ ჰქონდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა პრიმერადივიზიონის 263 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 228 გოლი გაიტანა. საშუალოდ, მესი მატჩში 0,87 გოლს იტანს.

„ბარსელონამ“ 60 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“. მესამეადგილოსან „რეალს“ 57 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIV ტური
„ბარსელონა“ — „რაიო ვალეკანო“ 6:0 (2:0)

გოლები: ადრიანო კორეა 2′, მესი 36′, 68′, სანჩესი 53′, პედრო 56′, ნეიმარი 89′.