იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთელმა, კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ მას შემტევი სტილის გუნდები მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა “როსონერი” რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა. ზეედორფის თავკაცობით, “შავ-წითლებმა” ექვსი მატჩი ჩაატარეს, აქედან სამი მილანელების გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა.
“მილანში” არაერთი წელი გავატარე, ამიტომ აქ ყველას ვიცნობ. არავისთვის არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მიყვარს ისეთი გუნდები, რომლებიც ხშირად უტევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვის ხაზს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ”, – ამბობს ზეედორფი.