ლონდონის “ჩელსის” ლეგენდამ დიდიე დროგბამ დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც მას ყველაზე მეტად უჭირდა.
კოტდიუვარელმა თავდამსხმელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მცველს, რიო ფერდინანდს ინტერვიუ მისცა, სადაც ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა.
“ყოველთვის გამოგარჩევდი შენ და ნემანია ვიდიჩს. როცა “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გოლი გამქონდა ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ამას ხშირად ვერ ვახერხებდი. ამრიგად, თუ თქვენს კარში გოლი გამქონდა, ის მატჩი ჩემთვის წარმატებული იყო. ასევე, გამოვარჩევდი კარლეს პუიოლს. ის ძალიან კარგი მცველი იყო, რომელიც ნამდვილი ჯელტმენია“, – თქვა დროგბამ.
.@didierdrogba reveals to @rioferdy5 why frustration got the better of him in the 2008 Champions League Final. http://t.co/CTEo4tbI0V
— BT Sport Football (@btsportfootball) July 6, 2015