სადიო მანემ 10 ოქტომბერს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრების მწვრნელი, ალიოუ სისე აცხადებს, რომ მანე 10 და 14 ნოემბერს გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის ასი პროცენტით მზად იქნება.
“ლივერპულის” დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან სისეს კომენტარსა და 25 წლის შემტევის დაზიანებაზე ისაუბრა.
“ვერ ვხვდები, სისემ ეს ინფორმაცია საიდან იცის. ზუსტად არ ვიცი, როდის დატოვებს სადიო ლაზარეთს. თუ ეს დაგეგმილზე ადრე მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია გარკვეული.”
“მანემ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის დაბრუნებას ყველა ველით, რადგან “ლივერპულისთვის” დიდი წარმატების მოტანა შეუძლია,” – აცხადებს კლოპი.