“ბაზელმა” იაკინს გაუხანგრძლივა

“ბაზელმა” მთავარ მწვრთნელ მურატ იაკინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, იაკინის შვეიცარულ კლუბში 2015 წლის 30 ივლისამდე დარჩება. დადებითი შედეგის შემთხვევაში კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება.

მურატ იაკინმა “ბაზელი” 2012 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში გუნდმა შვეიცარიის ჩემპიონატი მოიგო და ევროპა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ლონდონის “ჩელსისთან” დამარცხდა.

იაკინი “ლაციოს” იანვარში ჩაიბარებს?

“ბაზელის” მთავარი მწვრთნელი, მურატ იაკინი, შესაძლოა იანვრის ბოლოს იტალიურ “ლაციოში” გადავიდეს სამუშაოდ. ამ ცნობებს იტალიური პრესა ავრცელებს. რომაელების ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ პეტკოვიჩი კი, 2014 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

თავად იაკინმა ეს ინფორმაცია უკომენტაროდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ “ლაციომ” უკანასკნელი 10 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შესძლო. ევროპის ლიგის ჯგფში კი, მეორე ადგილი დაიკვავა.