უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე ლევერკუზენის „ბაიერი“ შინ „პარი სენ-ჟერმენთან“ ანგარიშით 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ უცნაური რამ თქვა. ფინელი სპეციალისტის თქმით, „ბაიერი“ რიცხობრივ უმცირესობაში უკეთ თამაშობდა.
„ვერ იტყვით, რომ რაღაც არ გამოგვივიდა. უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა დონის გუნდი გვყავდა მეტოქედ. „პსჟ“ უმაღლესი კლასის გუნდია, რომელმაც შთამბეჭდავად ითამაშა. როდესაც გოლს მესამე წუთზე უშვებ, ანგარიშის გათანაბრება უფრო რთული ხდება. ჩვენი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. პირველ ტაიმში ვერაფრით ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. პირველი გაშვებული გოლიდან 15-20 წუთი დაგვჭირდა, რომ თამაშში ჩავრთულიყავით. მეორე ტაიმში ემირ სპაჰიჩი გააძევეს და მოედანზე ათი კაცით დავრჩით. მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“, – ჰიიპიას სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
განმეორებითი მატჩი პარიზში, 12 მარტს გაიმართება.
ბექა დოგრაშვილი