ლონდონის “არსენალის” მცველი პერ მერტეზაკერი ავარიაში მოყვა. ვარჯიშის შემდეგ შინისაკენ მიმავალმა ძლიერ წვიმაში ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და გზის გამყოფ ხაზს დაეჯახა. გერმანელი ფეხბურთელი არ დაშავებულა, მაგრამ მომხდარით შეძრწუნებულია.
მერტეზაკერი 16 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩსი მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ამის მიზეზი არა ეს ინციდენტი, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა, რის შესახებაც “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ავარიამდე ისაუბრა.