მერტეზაკერი: „1/4 ფინალში გასვლის შანსი დაგვრჩა“

„არსენალის“ მცველის პერ მერტეზაკერის აზრით, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 0:2 მარცხის მიუხედავად, მის გუნდს შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

„ბარსელონასთან“ თამაშისას 90 წუთის განმავლბოაში მეტოქის ზეწოლასთან გამკლავება რთულია. უფრო მეტად გავრისკეთ, რის შემდეგაც „ბარსელონამ“ გიატანა. საკმარისი მომენტი გვქონდა, რათა ერთხელ მაინც გაგვეტანა. ახლა ყურადღებას პრემიერლიგაზე გადავიტანთ. „ბარსასთან“ ჯერ კიდევ საპასუხო შეხვედრა გველის და შანსები დაგვრჩა. ჩვენ არ ვნებდებით“, – განაცხადა გერმანელმა „BT Sport“-ის ეთერში.

„ბარსელონასა“ და „არსენალს“ შორის განმეორებით შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 16 მარტს შედგება.

პერ მერტეზაკერი ავარიაში მოყვა

ლონდონის “არსენალის” მცველი პერ მერტეზაკერი ავარიაში მოყვა. ვარჯიშის შემდეგ შინისაკენ მიმავალმა ძლიერ წვიმაში ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და გზის გამყოფ ხაზს დაეჯახა. გერმანელი ფეხბურთელი არ დაშავებულა, მაგრამ მომხდარით შეძრწუნებულია.

მერტეზაკერი 16 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩსი მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ამის მიზეზი არა ეს ინციდენტი, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა, რის შესახებაც “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ავარიამდე ისაუბრა.

 

მერტეზაკერი ხედირას “არსენალში” ელის, მაგრამ ის “ბაიერნში” მიდის?

ლონდონის “არსენალის” გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერი აცხადებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირას ხილვა სურს.

“მომხრე ვარ, რომ ჩვენს გუნდში უფრო მეტი მაღალი დონის გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდეს. მე და იოზილს არაერთხელ გვითქვამს ხედირასთვის, რომ “არსენალში” გადმოსულიყო. მას “რეალთან” კიონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება”, – ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს Goal.com-ი.

ამავე დროს ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამი ხედირა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა ბავარიულ კლუბთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა.

 

მერტეზაკერმა გერმანიის ნაკრები დატოვა

ლონდონის “არსენალის” 29 წლის გერმანელმა მცველმა პერ მერტეზაკერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მერტეზაკერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებუტი 10 წლის წინათ ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში მან 104 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი.

ფეხბურთელის თქმით, მას სურს, რომ “არსენალსა” და ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებიდან მიროსლავ კლოზე და ფილიპ ლამიც წავიდნენ.

 

ვინ გახდება “არსენალის” ახალი კაპიტანი?

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” ახალი კაპიტანი მიკელ არტეტა გახდება. შეგახსენებთ, რომ გუნდის კაპიტნის სამკლავური ამ დრომდე ტომას ვერმალენს ეკუთვნის, რომელიც “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა.

ვიცე-კაპიტანი, სავარაუდოდ, პერ მერტეზაკერი გახდება, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ არტეტას შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ მიკელ არტეტაც და პერ მერტეზაკერიც “არსენალის” ღირსებას 2011 წლიან იცავენ.

 

იოზილმა მოიბოდიშა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კლუბის ქომაგებს მოუბოდიშა. ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართული მატჩის (3:6) შემდეგ 25-წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს აპლოდისმენტები არ დაუკრა, რის გამოც თანამემამულე პერ მერტეზაკერისგან შენიშვნაც დაიმსახურა.

„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა არ გადავუხადე.

ჩემთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ და ვიცი, რომ გრძელი გზა გამოიარეთ და ბევრი ფულიც დახარჯეთ იმისთვის, რომ ჩვენთვის გექომაგათ. დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული ვიყავი და ვიცი, რომ თქვენთან მადლობის გადასახდელად მაინც უნდა მოვსულიყავი. ვიცი, რომ ეს „არსენალის“ განსაკუთრებული ტრადიციაა და მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ, ფრედ ვითამაშებთ თუ დავმარცხდებით“, – ნათქვამია იოზილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბექა დოგრაშვილი