“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, დევი მოიესი დონეცკის “შახტარის” 23 წლის ნახევარმცველით, ალექს ტეიშეირას გადაბირებით არის დაინტერესებული. თუმცა, ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მანჩესტერმა “რომადან” კანადელი კევინ სტოტმანის წამოყვანა ვერ შესძლეს. ამის შესახებ ინგლისური პრესა იუწყება, თანაც იმასაც აღნიშნავს, რომ ბრაზილიელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ჩემპიონათა ლიგის უკანასკნელ ტურში “მანჩესტერს” წინააღმდეგ.
ტეიშეირას სატრანსფერო ფასი 25 მილიონ გირვანქას შეადგენს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გატანილ გოლს 1 საგოლე გადაცემაც მიამატა.