ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” პორტუგალიური “პორტუს” მცველ დანილოს გადასაბირებლად იბრძვის.
ორ კლუბს შორის, ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებათა პროცესმა საკმაოდ წინ წაიწია და როგორც პორტუგალიური წყაროები ირწმუნებიან, თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა თანხმობა მადრიდში გადაბარგებაზე.
მართალია, “პორტუ” დანილოს ტრანსფერს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ “რეალი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდაზეა თანახმა.
საინტერესოა, რომ 2012 წელს “პორტუმ” ბრაზილიელი ფეხბურთელი “სანტოსისგან” 13 მილიონ ევროდ შეიძინა.
აქვე დავამატებთ, რომ დანილოს მიმართ ინტერესს “რეალის” გარდა, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ავლენენ.